"მთელი საავადმყოფო ახველებს... ასეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს" - რას წერს რეანიმაციიდან თამუნა თანდაშვილი - მშობლები

"მთელი საავადმყოფო ახველებს... ასეთი გაუფასურებული სიცოცხლე არასოდეს მინახავს" - რას წერს რეანიმაციიდან თამუნა თანდაშვილი

2021-08-06 10:38:11+04:00

სა­ა­ვი­ა­ციო ასო­ცი­ა­ცია "ავი­ა­კო­მუ­ნი­კა­ტო­რის" პრე­ზი­დენ­ტი, თა­მუ­ნა თან­დაშ­ვი­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ბოლო ერთი წლის მან­ძილ­ზე მას უკვე მე­ო­რედ შეხ­ვდა ვირუ­სი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნა. გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მუ­ნამ მძი­მე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბას აც­რის­კენ მო­უ­წო­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პირ­ვე­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ, აცრა ვერ მო­ას­წრო და ისე შეხ­ვდა ვირუ­სი.

"დღეს რა დღეა, რა თა­რი­ღია არ ვიცი, აქ ყვე­ლა­ფე­რი ნემ­სი­დან-ნემ­სამ­დეა. პრო­ცე­დუ­რი­დან-პრო­ცე­დუ­რამ­დე. პა­ტა­რა ექთა­ნი გო­გო­ე­ბი და ბი­ჭე­ბი თვა­ლებ­ში გვი­ყუ­რე­ბენ, თვა­ლი არ მო­უ­ხუ­ჭავთ, ერთხელ არ და­ე­ზა­რათ არა­ფე­რი. ისუნ­თქე, ისუნ­თქე, ისუნ­თქე მიდი! აქ მარ­თლა ში­ნა­გა­ნი მგე­ლი თუ გა­და­გარ­ჩენს! გა­გი­კე­თე­ბენ ჰა­ნი­ბალ ლექ­ტო­რის მას­კას და უნდა გაძ­ლო! რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვარ და ვიცი, რომ აქ არ დავ­რჩე­ბი, გა­მოვ­ძვრე­ბი და პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ავიც­რე­ბი!

იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერთ, სირ­ცხვი­ლია ყუ­რე­ბის ჩა­მოყ­რა! აი­ცე­რით რა... ჯერ­ჯე­რო­ბით ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვარ, იუ­მო­რი არ მყოფ­ნის, მეც კაი მში­შა­რა ვყო­ფილ­ვარ. დღეს დი­ლით იბ­რძო­და პა­ცი­ენ­ტი ჩემს პა­ლა­ტა­ში და მას­თან მთე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი. წამი და დამ­თავ­რდა!.. ქალ­მა ხმაც ვერ ამო­ი­ღო ისე წა­ვი­და შავ პარკში. მთე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო ახ­ვე­ლებს, ბო­როტ მულ­ტფილ­მებ­ში რომ ქუხს შე­ნო­ბე­ბი და ზან­ზა­რებს. ასე­თი გა­უ­ფა­სუ­რე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლე არა­სო­დეს მი­ნა­ხავს...“ - წერს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან თა­მუ­ნა.

სამედიცინო დაწესებულებებში კოვიდ პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების რაოდენობა ზღვარზეა - ჯანდაცვის მინისტრი