11 წლის ასაკში გაიტაცეს და 3 თვის შემდეგ დაბრუნდა სახლში - გენო პეტრიაშვილის მძიმე დღეები ბავშვობიდან - მშობლები

11 წლის ასაკში გაიტაცეს და 3 თვის შემდეგ დაბრუნდა სახლში - გენო პეტრიაშვილის მძიმე დღეები ბავშვობიდან

2021-08-06 15:48:58+04:00

დღეს კიდევ ერთმა სპორტსმენმა გაუხარა გული ქართველებს - თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მართალია, გენოს ყველა შანსი ჰქონდა, რომ ოქროს მედალიც მოეპოვებინა, თუმცა ბოლო წამმა გადაწყვიტა მისი ბედი.

სოციალუქ ქსელში დღეს ყველა ამხნევებდა ჩემპიონს, რომელიც თავდახრილი შეეგება ვერცხლის მედალს. ასევე იხსენებდნენ ცნობილი სპორტსმენის მძიმე გზას და მისი ცხოვრებიდან ერთ მძიმე შემთხვევას.

როგორც ცნობილია, 2005 წელს 11 წლის გენო პეტრიაშვილი კონფლიქტის ზონიდან გაიტაცეს, კერძოდ კი ფრონის ხეობის სოფელ ნულიდან.

ქართველი სამართალდამცავები ამ გატაცებას ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმსა და რუსეთის მაშინდელ ე.წ. სამშვიდობო ძალებს უკავშირებდნენ. ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფდა, თუმცა ბავშვი ცხინვალის ტერიტორიაზე აღმოჩნდა დაკავებული. მისი გათავისუფლება მხოლოდ 3 თვის შემდეგ მოხერხდა. გენო პეტრიაშვილი 2005 წლის 25 ნოემბერს გაათავისუფლეს.

მას მერე ბევრი დრო გავიდა, გენომ უამრავი გამარჯვება მოიპოვა, დიდი სპორტსმენი გახდა და დღეს უკვე ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორიც არის.

mshoblebi
გენო მეუღლესთან - ნინი მშვიდობაძესთან ერთად