"9 საათამდე მაინც გააჩერეთ ბავშვები სახლში, მათი ხმაური დილაუთენია უკვე აუტანელია" - მეზობლის წერილი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მშობლები

"9 საათამდე მაინც გააჩერეთ ბავშვები სახლში, მათი ხმაური დილაუთენია უკვე აუტანელია" - მეზობლის წერილი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2021-08-09 07:47:57+04:00

ავსტრალიელმა თავის მეზობელს მისწერა წერილი, რომელშიც მის "მეტისმეტად ხმაურიან" ბავშვებს უჩიოდა. მამაკაცის საჩივარს ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"გილოცავთ რემონტს. თქვენი მეზობლები ბევრი თვეა იტანენ სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეულ ხმაურს, ახლა კი თქვენი ბავშვებიც გვაწუხებენ, რომლებიც ყოველ დილით გამოდიან უკანა ეზოში", - ასე იწყებოდა საჩივრის ბარათი. მეზობელი სთხოვდა მშობლებს ბავშვები დილის 9 საათამდე მაინც დაეყოვნებინათ სახლში, რადგან ეზოში ძალიან ხმაურობდნენ. "ხანდახან ძალიან ადრე გამოდიან, დაახლოებით 7:30-ზე. სამწუხაროდ, მათ ძალიან მაღალი ხმები აქვთ. ძირითადად, თქვენს ვაჟს, რომელიც მთელ ხმაზე გაჰყვირის", - დასძინა დაღლილმა მეზობელმა. წერილის ბოლოს კი იმედი გამოთქვა, რომ გაგებით მოეკიდებოდნენ მის თხოვნას და მადლობა გადაუხადა ადრესატებს თანამშრომლობისთვის.

წერილი მალე გამოჩნდა ინტერნეტში და საზოგადოება ორად გაიყო. ზოგიერთები დაეთანხმნენ წერილის ავტორს. ისინი წერდნენ, რომ მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რამდენად მნიშვნელოვანია აღზრდა და "აიძულებენ სხვებს, მათთან ერთად იტანჯონ". წერდნენ, რომ ზოგიერთი მშობელი უბრალოდ იცილებს ბავშვებს თავიდან, გარეთ უშვებს და მერე სულ არ ღელავს, ისინი იქ რას აკეთებენ და სხვებს აწუხებენ თუ არა. ასევე წერდნენ რაციონალურ დროებზე, როცა შეიძლება ხმაური.

სხვები ადრესატის მხარეს დადგნენ. "ჩემს მეზობელს ოთხი ბიჭი ჰყავს და ყველა ძალიან ადრე დგება. არაფერს ვგრძნობ მათ მიმართ, თანაგრძნობის გარდა... ჩვენ ყველას გვჭირდება მცირე მოთმინების გამოჩენა".

alt"მშობლებო, თავისუფლად გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ შვილებს და არ აღზარდოთ... რასაც ვუყურებ, გადარეული ვარ..." - მშობლის წერილი