ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებული დამწვრობებით ხეჩინაშვილის კლინიკაში 2 მოზარდია მოთავსებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ერთს დამწვარი სხეულის 20%, მეორეს კი 40% აქვს.
„გამთენიისას შემოიყვანეს 2 გოგონა, 15 და 12 წლის დები. ერთგან დამწვარია სხეულის 20%, მეორესთან კი 40%. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათივე გადმოცემით, ლეღვის ფოთლების ნახარში რუჯის მიღების მიზნით წაისვეს“,-აღნიშნავს ქაშიბაძე.
შეგახსენებთ, ლეღვის ნახარში ქიმიურ დამწვრობას და ორგანიზმის ძლიერ ინტოქსიკაციას იწვევს.