გუშინ საქართველოში კორონავრუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 24 საათში ვირუსმა 44 ადამიანი იმსხვერპლა.
როგორც სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი თამუნა კვარაცხელია წერს, გარდაცვლილებს შორის იყო მისი ახლობელი, ახალგაზრდა მამაკაციც.
"კოვიდით გარდაცვლილ 44 ადამიანს შორის ჩემი ახლობელი ახალგაზრდა კაცია, რომელმაც, თურმე, 'კეთილისმყოფელების' 'რჩევით' გადაიფიქრა აცრა... ეს ის ადამიანია, რომელსაც ღრმა სიბერემდე უნდა ეცოცხლა და ბევრი კარგი საქმე ეკეთებინა, სიბერეში კი შვილიშვილებისთვის მოეყოლა ახალგაზრდობის გიჟური თავგადასავლები...
მან კი ბოლო დღეები კომაში გაატარა, ოჯახის და ახლობლების გარეშე... ჰოდა, თუ თავად არ აპირებთ აცრას (უკვე აღარც ვკითხულობ მიზეზს), სხვებს მაინც ნუ მოუწოდებთ აუცრელობისკენ და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას და ცოდვას... კოვიდით გარდაცვლილ ყველა ადამიანს აქვს სახელი, ვიღაცის შვილია, მამაა, დედაა, ქმარია, ცოლია, ბიძაშვილია, მეგობარია... განაგრძეთ კითხვა