მზარდი მოთხოვნისა და დეველოპერული სფეროს განვითარების პარალელურად, სამშენებლო-სარემონტო მასალების ინდუსტრია დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული დარგია. სწორედ ამიტომ, წარმატებისთვის მწარმოებლებსა თუ მიმწოდებლებს პრინციპულად სხვა სტანდარტებზე გადასვლა და უახლესი ტენდენციების მიყოლა ესაჭიროებათ.
ამ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ზუსტად 10 წლის წინ ნოვას სამშენებლო მიმართულებით ახალი წარმოების ხაზები შექმნა და საკუთარი წარმოება დაიწყო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი და მოიცავს: პოლიეთილენის ავზებს, სახურავის მასალებს, თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებს, წლის ბარიერებსა და სხვადასხვა აქსესუარებს. რაც შეეხება ექსკლუზიურ წარმომადგენლობას, ნოვა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი - BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი - IZOCAM, RIGIPS; INGCO და BIEN.
ქართული პროდუქტის წარმოების გამოწვევებზე, სირთულეებსა და სიახლეებზე ალექსანდრე მეხრიშვილი - “ნოვას” ლოგისტიკისა და წარმოების დირექტორი საუბრობს.
რა თქმა უნდა, რთული იყო არაფრისგან წარმოების სტანდარტის შექმნა. დღეს კი ვამაყობთ, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი ბაზარზე უალტერნატივოა და ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით. “ნოვას” ნიშანი უკვე ხარისხის გარანტიაა და გვყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებისგანაც მხოლოდ საუკეთესო ნედლეულს ვიღებთ.

რაც შეეხება სახურავებს, ნოვაში შეიქმნა სრულიად ახალი სახურავი - მოდერნი, მეტალოკრამიტი ორმაგი ჩამკეტით.
სახურავების ხაზში მოდერნთან ერთად დავამატეთ ნოვა კლასიკის ოთხი, საკმაოდ დახვეწილი ფორმა: სწორი, ოთხკუთხა, სამკუთხა და ტალღისებური. მსგავსი ტიპის გადახურვები, სამწუხაროდ, საქართველოში იშვიათად გვხვდება, თუმცა ევროპაში მსგავსი ექსტერიერი საკმაოდ პოპულარულია.
კიდევ ერთი აქტიური მიმართულება ნოვაში წარმოების კუთხით გარე ფასადებია. გარდა იმისა, რომ გაიზარდა ღობეების არჩევანი, ქართველ მომხმარებელს შეუძლია თანამედროვე, ყველაზე პოპულარული ექსტერიერის ატრიბუტის - „საიდინგის“ ფასადი შეიძინოს. საიდინგები ინოვაციაა საქართველოში, თუ იშვიათ გამონაკლისებსა და კერძო შეკვეთებს არ განვიხილავთ.
საბოლოო ჯამში, კომპანიის მიზანი უცვლელია გააერთიანოს ყველაფერი ერთი სახურავის ქვეშ.