“100 დღიანი ბედნიერების დღიური” - ასე ქვია წიგნს, რომელიც ავტორის თქმით, საკუთარ თავში ბედნიერების პოვნაში დაგეხმარებათ.
დღიურის შემქმნელი 38 წლის ნინო ინასარიძეა, რომელიც ამჟამად ოჯახთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს.
როგორც ავტორი გვიყვება, დღიურის შექმნის იდეა, საკუთარ გამოცდილებას ემყარება და სურვილი აქვს, ის სხვასაც გაუზიაროს.
- ბედნიერების დღიურის იდეა, 2019 წელს გერმანიაში გამიჩნდა, მაშინ, როცა კრიზისული პერიოდი, სწავლის დამამთავრებელი გამოცდების გამო, თავად დამიდგა. თან ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ, პარალელურად ვმუშაობდი სამედიცინო სფეროში და ძალიან დატვირთული რეჟიმში ვიყავი ყველა მხრიდან. მივხვდი რომ სტრესულ გარემოში ყოფნა კარგს არაფერს მომიტანდა და გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მეტი დრო დამეთმო. შევიძინე სხვადასხვა ტიპის მადლიერების და წარმატების დღიურები გერმანულ ენაზე, რომლის შევსებაც დავიწყე და კარგად იმუშავა ჩემზე. გარდა ამისა ჩართული ვიყავი ქოუჩინგ-პროგრამებში, მქონდა ასევე პირადი სესიები. საერთოდ ქოუჩინგით 2011 წლიდან ვარ გატაცებული, როდესაც პირველი დეილ კარნეგის წიგნი წავიკითხე. მას მერე მხოლოდ ამ თემებით ვიყავი გატაცებული. ერთი სიტყვით, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწდომო ყოფილიყო ასეთი ტიპის ჯადოსნური დღიური და ჩემებური ვერსია გავაკეთე. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს გამოადგება. ყველასთვის საჭიროა დარჩეს დღის ბოლოს საკუთარ თავთან მარტო და პოზიტიურ კონტექსტში გააანალიზოს განვლილი დღე.
ავტორი მიიჩნევს, რომ დღიური მომხმარებელს, ბედნიერების პოვნას გაუადვილებს და დაეხმარება ნეგატივსაც კი პოზიტიურად შეხედონ.
- ჩემი აზრით, „100 დღიანი ბედნიერების დღიური” ქართულ საზოგადოებას აძლევს მზა და კარგად გამოცდილ ინსტრუმენტს პოზიტიური ფსიქოლოგიიდან, რაც მათ დაეხმარება ნეგატიურის პოზიტიური მხრიდან დანახვა ისწავლონ. ასე ვთქვათ, გონება ავარჯიშონ პოზიტივში და ამით მათი ბედნიერების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე აიწევს. ამიტომაც ჰქვია ჩემს დღიურს ბედნიერების დღიური.
დღიურის გამოყენების წესი ასდღიანია და ის ყოველ საღამოს უნდა შეავსოთ.
- ვავსებთ ყოველ საღამოს დაწოლის წინ და პასუხს ვცემ სამ შეკითხვას. წერის დროს მნიშვნელოვანია ვიყოთ მარტო მშვიდ გარემოში, რათა კიდევ ერთხელ ნათლად წარმოვიდგინოთ განვლილი მომენტები, ან მოვახდინოთ მომავლის მკაფიო ვიზუალიზაცია. დეტალური შევსების ინსტრუქცია დღიურშივეა მოცემული. მომხმარებელი შედეგს დღიურის შევსების პროცესში უკვე იგრძნობს, თუმცა სამი თვე აუცილებელია გონებისთვის, რათა კარგად გაითავისოს ორიენტირებული იყოს პოზიტივზე. შესაძლებელია მომხმარებელმა 100 დღის შემდეგაც გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა და არ შეწყვიტოს დღიურის შევსება. გვყავს ასობით კმაყოფილი მომხმარებელი, რომლებიც გვწერენ უკუკავშირებს და ეს მე ძალიან მაბედნიერებს.
დღიურის ღირებულება 15 ლარია და მისი შეძენა იგივე სახელწოდების ონლაინ გვერდიდანაა შესაძლებელი.

„დღიურის შეძენა ონლაინაა შესაძლებელი და ფასს ფოსტის მომსახურების საფასური 5 ლარი ემატება. შეძენა შესაძლებელია ფეისბუქ გვერდის საშუალებით, რომელსაც “ბედნიერების დღიური“ ჰქვია. მოიწერეთ და უმოკლეს დროში მოგაწვით ჩვენი ოპერატორი თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. ჩემი დღიურის მომხმარებელს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყონ საკუთარ თავზე მუშაობა, რათა შეიყვარონ და დააფასონ ის. ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებაზე, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ უფრო წარმატებულები და იცხოვრონ ბედნიერი ცხოვრებით. იოცნებონ ძალიან დიდზე და დაიმახსოვრონ, რომ ოცნება მიზნების გარეშე დაკარგული დროა.

ავტორი სამომავლოდ, პოზიტიური ფიქრების ძალის შესახებ, ქოუჩინგ-პროგრამის შექმნას გეგმავს, სადაც ჩართვას, მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.
დღიურის რედაქტორი ლია ლიქოკელია და ყოველი გაყიდული დღიურიდან, 1 ლარი „გურული დღიურების“ ფონდში ირიცხება.