სამი კვირის წინ წინ თვალის კლინიკა "ოფთალმედის" წამყვანი ექიმი-ოფთალმოლოგი ლუიზა ცომაია კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიცინის მუშაკი აცრილი არ გახლდათ, თუმცა მის აუცრელობას არაერთი მიზეზი ჰქონდა, რის შესახებაც შვილი, თამუნა კვიტაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
თამუნა ფიქრობს, რომ დედას რომ აცრა მოესწრო გადარჩებოდა...
თამუნა კვიტაშვილი:
"3 კოშმარული კვირაა ათასი სცენარი მიტრიალებს თავში. რა იქნებოდა სხვადასხვა მომენტში კოვიდამდე და კოვიდის დადასტურების შემდეგაც სხვანაირად რომ გვემოქმედა, რით შეიძლებოდა ამ კოშმარის თავიდან აცილება? პასუხი ჯერჯერობით ერთი მაქვს - აცრით და მხოლოდ აცრით! ამის დაწერის არც ნერვი მქონდა და არც დიდი სურვილი, მაგრამ უფრო მათთვის ვწერ, ვინც თავად კონკრეტულად ფაიზერს ელოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში „ჩინურს როგორ გავიკეთებ“ მოტივით და ამის მიუხედავად ამ დღეების განმავლობაში არაერთხელ დამისვეს კითხვა - "დედა ექიმი იყო და რატომ არ აიცრაო?" - ყველას ერთად გიპასუხებთ…
მერწმუნეთ კოვიდის სივერაგე პირველივე დღიდან ვფიქრობ ზედმეტადაც დიდი სიმძაფრით ჰქონდა აღქმული, ვისაც ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ოდნავი შეხება მაინც ჰქონდა დედასთან დამეთანხმება. თავდაცვის მაქსიმალურ ზომებს იღებდა, (დღემდე ვერ გაგვიგია რა მომენტში დაინფიცირდა), ვაქცინას მართლა ციური მანანასავით ელოდა და პირველივე შემოსვლისთანავე - 6 აპრილს დარეგისტრირდა ფაიზერის ვაქცინაციაზე (ასტრაზენეკა სამედიცინო ჩვენებით და ექიმის რეკომენდაციით თავიდანვე გამოირიცხა საკმაოდ რთულად მიმდინარე კოაგულოპათიის გამო), ჰოდა, ბედის ირონიით, პირველად მის ცხოვრებაში ვაქცინაციამდე ხუთი დღით ადრე მოხვდა კლინიკაში სინკოპეს (გულის წასვლა) გამო, საკმაოდ ცნობილი კლინიკიდან მეორე დღეს - "ვაქცინაციის შიშით გამოწვეული პანიკური შიში-ის დიაგნოზით" გამოწერეს და ვაქცინაციის გადადების რეკომენდაციაც მისცეს. საოცრად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი ნანატრი ვაქცინის არარსებულ შიშს რომ მიეწერა მისი მდგომარეობა, ვაქცინაციის გაუქმებაც არ სურდა, ამიტომ მაქსიმალურად ფორსირებული რეჟიმით შეუდგა სწორი დიაგნოზის ძიებას, რისთვისაც რეალურად შაბათ-კვირის გამო ორი დღე ჰქონდა დარჩენილი აცრამდე.
სამ სხვა და სხვა ნოზოლოგიის ექიმთან ვიზიტი და საბოლოოდ დანიშნული კტ კლევა ორ დღეში ვერ ესწრებოდა, ამიტომ დავიწყეთ რეკვა ცხელი ხაზიდან დაწყებული თუ სადმე გადაგვამისამართეს კიდევ არაერთ სტრუქტურაში რომ სამედიცინო ჩვენებით, მხოლოდ ორიოდ დღით გადაევადებინათ ჩანიშნული ვიზიტი. თავად 50 წლის უწყვეტი სამედიცინო პრაქტიკის, ასაკობრივი რისკ - ჯგუფის მქონე ექიმისთვის. ბოლოს ყველგან რომ უარი მივიღეთ იმდენად მონდომებული იყო, მისი საოცრად მორიდებული ხასიათის მიუხედავად ნაცნობ - მეგობრებშიც სცადა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ამაოდ - პასუხი ყველგან უარყოფითი იყო. მაშინ გულუბრყვილოდ ვფიქრობდი ყველაფერი მართლა სისტემურად , ყოველგვარი გადახვევის გარეშე კეთდებოდა და დამატებით სხვა „უკანონო“ გზების ძიება აღარ მიფიქრია, რასაც ალბათ ვერასდროს ვაპატიებ თავს , მომავალში ბევრი ამაზე უარესი „გადაცდომის“ შესახებ გავიგე და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა სინანულის და პროტესტის გრძნობაც. სწორი დიაგნოზი - საყლაპავის თიაქარი და მისგან გამოწვეული სინკოპე დაისვა ზუსტად აცრის დღეს, ვაქცინაციის არანაირ უკუჩვენებას ეს დიაგნოზი არ წარმოადგენდა, მაგრამ ვაქცინა უკვე აღარ იყო. შემდეგ იყო მორიგი დოზების შემოსვლის გაუთავებელი ლოდინი. მაისის თვეში სონოფარმის გამოჩენისთანავე უფრო „ეფექტური“ ვაქცინის ლოდინი არ დაგვიწყია, მთელი ოჯახი სრულწლოვანი შვილების ჩათვლით ავიცერით, დედაც ჩაწერილი იყო ჩვენთან ერთად. განაგრძეთ კითხვა