"კო­ვი­დით გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა კაცი... ნუ გა­და­დებთ, ხალ­ხო, ნუ­რაფ­რის მი­ზე­ზით სიკ­ვდი­ლის­გან თა­ვის დაც­ვას" - მშობლები

"კო­ვი­დით გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა კაცი... ნუ გა­და­დებთ, ხალ­ხო, ნუ­რაფ­რის მი­ზე­ზით სიკ­ვდი­ლის­გან თა­ვის დაც­ვას"

2021-08-11 15:54:34+04:00

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა სტა­ტის­ტი­კა ყო­ველ­დღი­უ­რად სა­გან­გა­შო ხდე­ბა. მთავ­რო­ბა და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, აცრა კო­ვიდ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუს­მა კი­დევ 54 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. მათ შო­რი­საა ჟურ­ნა­ლისტ თიკო ბა­შა­რუ­ლის მე­უღ­ლე, გი­ორ­გი სუ­ლა­კა­ძე. ის ად­ვო­კა­ტი იყო და რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, კლი­ენ­ტე­ბის­გან და­ინ­ფი­ცირ­და.

მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და კო­ლე­გას უსამ­ძიმ­რე­ბენ:

დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: გუ­შინ­დელს აქეთ შეძ­რუ­ლი და გამ­წა­რე­ბუ­ლი ვარ - კო­ვიდ­მა მე­გობ­რის მე­უღ­ლე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდა კაცი წაგ­ვარ­თვა... მივ­მარ­თავ ყვე­ლა ჩემს ნაც­ნობს - ვინც ამ თუ იმ მი­ზე­ზის გამო ფეხს ით­რევს ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე. ორი, ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი მაქვს, აც­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ხე­ლებს არ დავ­წერ, მაგ­რამ მენ­დეთ - ჩემს მე­გობ­რებ­ზე ვსა­უბ­რობ და რე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ერთ შემ­თხვე­ვა­ში კო­ვი­დით გარ­და­იც­ვა­ლა სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი და ახალ­გაზ­რდა კაცი - ჩვე­ნი მე­გობ­რის მე­უღ­ლე, რო­მელ­საც დარ­ჩა შვი­ლე­ბი და უამ­რა­ვი კარ­გი საქ­მე, რო­მე­ლიც წე­სით ღრმა სი­ბე­რემ­დე უნდა ეკე­თე­ბი­ნა. ის არ იყო აც­რი­ლი. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა - ასე­ვე ჩემი, მე­ო­რე მე­გობ­რის ოჯახს ეხე­ბა - დედა, დე­დამ­თი­ლი და მა­მამ­თი­ლი, 80 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ბუ­კე­ტით. მაგ­რამ ორ­ჯერ აც­რი­ლე­ბი - სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ას­რუ­ლე­ბენ კო­ვიდს. უსიმპტო­მოდ, მხო­ლოდ ალაგ-ალაგ და­ბა­ლი სი­ცხით.

ნუ გა­და­დებთ, ხალ­ხო, ნუ­რაფ­რის მი­ზე­ზით სიკ­ვდი­ლის­გან თა­ვის დაც­ვას - წა­დით, აი­ცე­რით. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით - აი­ცე­რით! მივ­მარ­თავ ჩემს აც­რილ სა­მე­გობ­რო­საც. - ჩვენ უნი­ა­თო და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო მთავ­რო­ბა გვყავს, რო­მელ­საც სა­ა­გი­ტა­ციო კამ­პა­ნია ჯე­რაც არ და­უ­წყია. ამი­ტომ ჩვენს ახ­ლობ­ლებ­ზე ჩვენ­ვე უნდა ვიზ­რუ­ნოთ - ვე­ლა­პა­რა­კოთ, მო­ვი­წო­დოთ, და­ვა­ჯე­როთ, რომ არ ღირს ჯერ სიკ­ვდი­ლი. პოს­ტი გავა­ფაბ­ლი­კე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ნა­ხოს. ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი კო­მენ­ტარ­ზე ნუ შე­წუხ­დე­ბით. ჭკუა არ მო­მე­კი­თხე­ბა - ჯერ უზ­რდე­ლო­ბებს მოგ­წერთ და მერე წაგშლით.

რუ­სუ­დან ცხო­მე­ლი­ძე, პრო­დი­უ­სე­რი: ერთი თვეა გა­თე­ნე­ბის მე­ში­ნია... ერთი თვეა, სამი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი ერ­თმა­ნე­თის ზარ­ზე ტე­ლე­ფონს ხელს ში­შით ვკი­დებთ...ერთი თვე 5 სა­ათს ვე­ლით, რომ რა­ღაც და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი გა­ვი­გოთ... ერთი თვე შიში და იმე­დი ერ­თმა­ნეთს ებ­რძვის... გუ­შინ ეს ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ერთი თვე უდი­დეს ტრა­გე­დი­ად იქცა... ვერ ვი­ჯე­რებ, რომ სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ახალ­გაზ­რდა კაცი, სი­ცო­ცხლით სავ­სე გი­ორ­გი აღარ გვყავს...

კო­რო­ნა­ვირუს­მა გა­ა­ნად­გუ­რა ოჯა­ხი, სა­ახ­ლობ­ლო, სა­მე­გობ­რო... და­ა­ობ­ლა ჯაბა და ლიზა, და­აქვრი­ვა ჩემი არა­სის­ხლის­მი­ე­რი და, ეუ­ლად და­ტო­ვა გი­ორ­გის და და სი­ცო­ცხლე გა­უმ­წა­რა მის მო­ხუც დე­დას... დღე­ვან­დე­ლი "სტა­ტის­ტი­კის" მიღ­მა ეს ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, მუ­დამ მომ­ღი­მა­რი, კე­თი­ლი, გუ­ლი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი, ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია... პირ­ვე­ლი­ვე და­ძა­ხე­ბა­ზე შენ­თან რომ ჩნდე­ბო­და, თხოვ­ნა არ სჭირ­დე­ბო­და, ისე გედ­გა გვერ­დში, მხო­ლოდ სით­ბოს და სიყ­ვა­რულს გას­ცემ­და... გიორგიმ აცრა ვერ მოასწრო.

განაგრძეთ კითხვა