"სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია" - კოვიდინფიცირებული ლელა წურწუმია კლინიკაში გადაიყვანეს - მშობლები

"სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია" - კოვიდინფიცირებული ლელა წურწუმია კლინიკაში გადაიყვანეს

2021-08-15 06:08:52+04:00

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მომღერალი ლელა წურწუმია კოვიდინფიცირებულია. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. გამოცემას კლინიკაში მომღერლის დაინფიცირების ფაქტი დაუიდასტურეს.

"პრაიმტაიმის" ცნობით, ლელა წურწუმიას ინფიცირება ბათუმში ხალხმრავალ კონცერტს უკავშირდება, რომელიც მომღერალმა 7 აგვისტოს გამართა.

როგორც გამოცემას კლინიკაში განუცხადეს, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

“ლელა სტაბილურად არის, ჟანგბადდამოკიდებულია, ოქსიგენეცია მიდის, ჟანგბადზეა, სატურაციას ამ ეტაპზე ინარჩუნებს. თვითონ თავს მხნედ გრძნობს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.” – ამბობს ლევან რატიანი.

იხილეთ წყარო