"კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი? - მშობლები

"კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი?

2021-08-16 08:28:23+04:00

ის­რა­ე­ლი პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ას დრო­უ­ლად და კარ­გად გა­არ­თვა თავი და მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლის ვაქ­ცი­ნა­ცი­აც მო­ა­ხერ­ხა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბოლო დროს ქვე­ყა­ნა­ში დელ­ტა-შტა­მის ცირ­კუ­ლი­რე­ბამ ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად გა­ზარ­და. ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მე­სა­მე, ბუს­ტე­რუ­ლი აცრა და­ი­წყო, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც თან­და­თან გა­ამ­კაც­რა და ლოკ­და­უ­ნის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ექი­მი-ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი ირაკ­ლი კი­ლა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თელ-ავი­ვის ახ­ლოს კერ­ძო კლი­ნი­კა "სუ­ტა­ში" მუ­შა­ობს, ის­რა­ელ­ში შექ­მნილ პან­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბობს:

- ის­რა­ელ­მა მე­სა­მე, ბუს­ტე­რუ­ლი აცრა და­ი­წყო 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში. ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­უ­წო­დებს, ვინც არ არის აც­რი­ლი, ვაქ­ცი­ნა მათ გა და­ვუ­ნა­წი­ლო­თო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და "ფა­ი­ზე­რი" და ამის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ აც­რის­კენ. იდე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, მაგ­რამ სხვა გზა არა გვაქვს და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შან­სი.

- ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნია ის­რა­ელ­შიც ძლი­ე­რია?

- არ არის ისე­თი ძლი­ე­რი, მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. ის­რა­ელ­მა და­ა­დას­ტუ­რა ეს, როცა დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო ვაქ­ცი­ნა­ცია და სამ თვე­ში უკვე ბევ­რი აც­რი­ლი იყო. ლა­პა­რა­კია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 53-55%-ზე - ამა­ში არ შე­დი­ან ისი­ნი, ვინც მა­შინ გა­და­ი­ტა­ნა ვირუ­სი და აცრა არ სჭირ­დე­ბო­და, ასე­ვე 16 წლამ­დე ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც არ ეკუთ­ვნო­დათ აცრა. მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ეს ვირუ­სი დიდ საფრ­თხეს შე­უქ­მნი­და მსოფ­ლი­ოს, ის არ გა­ჩერ­დე­ბო­და და ალფა-შტამს სხვა­დას­ხვა შტა­მი მოჰ­ყვე­ბო­და. ამის­თვის მზად ვი­ყა­ვი და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ­დი აც­რის­კენ.

- აც­რი­ლებ­ში და­ა­ვა­დე­ბის სიმ­ძი­მე რო­გო­რია, არის გარ­თუ­ლე­ბე­ბი?

- გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ზუს­ტად ამა­შია აც­რის უპი­რა­ტე­სო­ბა და ამი­ტომ ვე­წე­ვი პრო­პა­გან­დას. ვაქ­ცი­ნა უმ­თავ­რე­სია, რა თქმა უნდა, პირ­ბა­დე-ჰი­გი­ე­ნა-დის­ტან­ცი­ას­თან ერ­თად. დღეს აც­რი­ლებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა, ძი­რი­თა­დად, აუც­რე­ლი ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მძი­მედ, რო­მელ­თაც თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფონ­ზე და­ე­მარ­თათ "კო­ვი­დი". სამი დღის წინ ჩემი მშობ­ლე­ბიც აიცრ­ნენ, მე­სა­მე აცრა გა­ი­კე­თეს. ჯერ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლებს უკე­თე­ბენ ბუს­ტე­რულ აც­რებს, მაგ­რამ ეს ასა­კი ჩა­მო­ი­წევს იმი­ტომ, რომ აც­რი­ლე­ბიც და ვირუს­გა­და­ტა­ნი­ლე­ბიც კარ­გა­ვენ ან­ტის­ხე­უ­ლებს. მა­გა­ლი­თად, მე იან­ვარ­ში მაქვს მე­ო­რე აცრა გა­კე­თე­ბუ­ლი და სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ მექ­ნე­ბა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი. ვვა­რა­უ­დობ, მეც მო­მი­წევს მე­სა­მე აცრა.

- ისრაელში EXO-CD24-მა კვლევების შემდეგ­ კარგი შედეგი აჩვენა. რა ფაზაშია კვლევა­ და არის თუ არა იმედი, რომ გაამართლებს?

- საბედნიეროდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა პრეპარატის გაფართოებული კვლევა. პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა - პაციენტების 95%-ზე მეტს რამდენიმე ხანში მოეხსნა სუნთქვითი პრობლემები, ციტოკინური შტორმი. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პრეპარატი მალე წამოგვეწევა. ახლა ექსტრემალური პირობები გვაქვს, ალბათ, დაჩქარდება კვლევა.

დელტა-შტამი დახურულ სივრცეში უფრო დიდხანს რჩება,­ ვიდრე ალფა-შტამი, ამიტომ საჭიროა ოთახის ხშირი განიავება, გარეთ გასვლა და სიარული, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები და ნაკლები სტრესი, გადაეცით ქართველ პოლიტიკოსებს, ნაკლები ანერვიულონ მოსახლეობა.

განაგრძეთ კი­თხვა