როგორი პაციენტები მოთავსდებიან საველე ჰოსპიტალში: "არა­ვინ იფიქ­როს, რომ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში მძი­მე პა­ცი­ენტს მო­ა­თავ­სე­ბენ" - მშობლები

როგორი პაციენტები მოთავსდებიან საველე ჰოსპიტალში: "არა­ვინ იფიქ­როს, რომ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში მძი­მე პა­ცი­ენტს მო­ა­თავ­სე­ბენ"

2021-08-17 05:59:13+04:00

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, პან­დე­მი­ი­დან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დგომ, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის გაშ­ლა რომ გვჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ - იმუ­ნო­ლოგ­მა ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის თქმით, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც მი­ნი­მა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა მათი სახ­ლში დარ­ჩე­ნა სა­ში­შია.

კუ­ლუმ­ბე­გო­ვი იმე­დოვ­ნებს, რომ სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ქვე­ყა­ნას არ დას­ჭირ­დე­ბა.

ამას­თან ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის თქმით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გა­ქუ­მე­ბა არას­წორ დროს მოხ­და, მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას „დელ­ტა“ შტა­მი უტევ­და და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3 პრო­ცენ­ტი იყო.

„სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა დგე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს შო­რის დის­ბა­ლან­სი ხდე­ბა. არა­ვინ იფიქ­როს, რომ სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტალ­ში მძი­მე პა­ცი­ენტს მო­ა­თავ­სე­ბენ, ეს არის მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი, რომ­ლებ­საც მი­ნი­მა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, ოღონდ მათი მო­თავ­სე­ბა და სახ­ლში დარ­ჩე­ნა სა­ში­შია, ანუ ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა სჭირ­დე­ბათ - სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი სა­ერ­თოდ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ეს არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი.

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, პან­დე­მი­დან წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დგომ, რომ გვჭირ­დე­ბა ამ ტი­პის ჰოს­პიტ­ლე­ბის გაშ­ლა. დე­რე­გუ­ლა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არას­წორ დროს და არას­წორ ად­გი­ლას მოხ­და. როცა ვირუ­სის „დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტი გვი­ტევ­და და მე­ო­რეს მხრივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2-3% იყო, მსგავ­სი პრე­ცენ­დენ­ტი მსოფ­ლი­ო­ში არ მომ­ხა­და­რა. 30% მა­ინც უნდა იყოს აც­რი­ლი, რომ დე­რე­გუ­ლა­ცია და სრუ­ლი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­დო. ძა­ლი­ანც ცუ­დია ის რაც მოხ­და, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი უნდა ვი­პო­ვოთ, ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლის მო­წყო­ბა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან სახ­ლში ვერ დავ­ტო­ვებთ ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს. იმე­დია არ დაგ­ვჭირ­დე­ბა სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იყო მზა­ო­ბის­თის სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი, ბრი­ტა­ნე­თი­დან და­წყე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ბევრ ქვე­ყა­ნას არ დას­ჭირ­და და ჩვენ ვი­სურ­ვოთ, რომ პირ­ბა­დე და ვაქ­ცი­ნა გა­ვი­კე­თოთ, ამ ზო­მამ­დე არ მი­ვიყ­ვა­ნოთ ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე და ავი­ღოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.