"მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობა აუცრელია... დღემდე არაფერი ვიცით მშობლებმა როდის, როგორ გარემოში მოუწევთ ჩვენ შვილებს სწავლის გაგრძელება" - მშობლები

"მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობა აუცრელია... დღემდე არაფერი ვიცით მშობლებმა როდის, როგორ გარემოში მოუწევთ ჩვენ შვილებს სწავლის გაგრძელება"

2021-08-18 06:23:59+04:00

თინა ხიდაშელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს:

"დღეს 17 აგვისტოა და სკოლების გახსნამდე ორიოდე კვირა რჩება.

სრული უპასუხისმგებლობაა რომ დღემდე არაფერი ვიცით მშობლებმა როდის, როგორ გარემოში მოუწევთ ჩვენ შვილებს სწავლის გაგრძელება, ან საერთოდ გაიხსნება თუ არა სკოლები სექტემბერში.

განათლების მინისტრი საარჩევნო შეხვედრებისთვის იცლის, მაგრამ მისი მთავარი საქმისთვის არ სცალია - კომუნიკაცია დაიწყოს მშობლებთან.

- მასწავლებლების უდიდესი უმრავლესობა აუცრელია;

- ბავშვები აუცრელი;

- სკოლების უმრავლესობაში მინიმალური სამუშაოები არ ჩატარებულა რეალობასთან დასაახლოებლად;

- ეს გაურკვევლობა სწავლის დაწყების დროსა და ფორმასთან დაკავშირებით შეუძლებელს ხდის მშობლებისთვის უახლოესი ერთი თვის დაგეგმვას.

იქნებ დაგვდოს პატივი ფა დაგველაპარაკოს განათლების მინისტრი".

alt"ყოველ დილით საშინელი ტკივილებით ვიღვიძებ... ნუ გაწირავთ თავს უმძიმესი ხვედრისთვის... ნუ და­იმ­შვი­დებთ თავს იმით, რომ ჯან­მრთე­ლი ხართ"