"დღეს ვტო­ვებ კლი­ნი­კას, სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი" - ლელა წურწუმია - მშობლები

"დღეს ვტო­ვებ კლი­ნი­კას, სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი" - ლელა წურწუმია

2021-08-21 07:44:04+04:00

ლელა წურწუმია, რომელიც კლინიკაში იმყოფებოდა კორონავირუსის დიაგნოზით, გამოჯანმრთელებულია. როგორც ის ამბობდა მკურნალობის პერიოდში, ორჯერ იყო აცრილი და ამან გაცილებით გააიოლა მისი მდგომარეობა.

"დღეს მე ვტო­ვებ პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კას, სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და ეს ნამ­დვი­ლად არის უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა ბა­ტო­ნი ლე­ვან რა­ტი­ა­ნის და მისი უმაგ­რე­სი მედ­პერ­სო­ნა­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ამ თავ­და­დე­ბის­თვის და მათი და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის, მათი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის.

დიდი მად­ლო­ბა ნი­ნი­კო მა­ლა­ნი­ას, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად მკურ­ნა­ლობ­და პა­ლა­ტა­ში და ეს რთუ­ლი დღე­ე­ბი მშვი­დად გა­და­მა­ტა­ნი­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ყვე­ლას გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და, რა თქმა უნდა, ჩემს ძვირ­ფას ოჯახს, მე­გობ­რებს".

alt"საკმაოდ მძიმედ შემოვედი, ძაან გამიჭირდა სუნთქვა..." - ლელა წურწუმიას ვიდეომიმართვა კლინიკიდან