"დაიბადა პატარა მზის სხივი..." - რა დაარქვა ნანუკა გოგიჩაიშვილმა ახალდაბადებულ გოგონას - მშობლები

"დაიბადა პატარა მზის სხივი..." - რა დაარქვა ნანუკა გოგიჩაიშვილმა ახალდაბადებულ გოგონას

2021-08-21 11:34:50+04:00

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი ბიზნესმენი მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია მშობლები გახდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ნანუკას დამ - ასევე მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა ამცნო:

"დაიბადა პატარა მზის სხივი და ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება. ნანუკა, გმირი დედიკო.

ცხოვრებაში პირველად დეიდა ვააააააარრრრრ.

ნიკოლოზ ნაყოფია - გილოცავ მამიკო.

ტუნი, თინეიჯერი აღარ ხარ, ბები გამხდარხარ!"

მოგვიანებით ნანუკამაც გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ფოტო და გოგონას უჩვეულო სახელიც. როგორც გაირკვა, ნანუკამ 41 კვირის თავზე იმშობიარა.

"20 აგვისტო. ზუსტად 41 კვირის.

აივი - ნიკოლ

სახელი მოწონების გარდა რაიმე იდეის მატარებელი უნდა იყოს. ა - ანბანის პირველი ასო, ხოლო Ivy - I რომაულად პირველს ნიშნავს, წრეც შეიკრა და სახელიც მიუახლოვდა იდეას, რომ პირველია და პირველი ბედნიერებაა", - წერს ნანუკა სამშობიაროდან.

mshoblebi

ნანუკამ მშობიარობის წინა თვეები ამერიკაში გაატარა მეუღლესთან ერთად და მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრეც კი ფეხით ბევრს დადიოდა. წონაშიც ძალიან ცოტა მოიმატა და საკმაოდ აქტიური ორსული იყო.

mshoblebi

mshoblebi