ვინ იყო ბათუმში კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილი - "ორი დღის მანძილზე ორი ადამიანი დავკარგეთ. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ ყოფნა..." - მშობლები

ვინ იყო ბათუმში კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილი - "ორი დღის მანძილზე ორი ადამიანი დავკარგეთ. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ ყოფნა..."

2021-08-28 13:19:04+04:00

ბა­თუმ­ში კო­რო­ნა­ვირუსს დედა-შვი­ლი - 54 წლის ნონა ემი­რი­ძე და 31 წლის კობა ჯა­შო­ი­ა­ნი ემსხვერ­პლა. "კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა კლი­ნი­კა "ბა­უ­ში" მოხ­და.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დედა-შვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 30 ივ­ლისს მო­ა­თავ­სეს. ორი­ვე მათ­გა­ნი მკურ­ნა­ლო­ბას რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დი­ო­და. პა­ცი­ენ­ტე­ბი ჟანგბად­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მკურ­ნა­ლო­ბის ეტაპ­ზე სა­ჭი­რო გახ­და ორი­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის ინ­ტუ­ბი­რე­ბა, თუმ­ცა ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა.

ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო დედა გუ­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, დღეს კი ლე­ტა­ლუ­რად დას­რულ­და მისი ვა­ჟის სი­ცო­ცხლეც.

მარი ვა­შა­კი­ძე:

"ორი დღის მან­ძილ­ზე ორი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ - დედა-შვი­ლი, ჩვე­ნი კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მე­გობ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე არ შე­ეძ­ლოთ ყოფ­ნა, ერ­თად გარ­და­იც­ვალ­ნენ".

განაგრძეთ კითხვა: