"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა - მშობლები

"ერთი თვის წინ მეუღლე ტრაგიკულად დამეღუპა, ვერ მოესწრო ანდრიას დაბადებას" - რას ჰყვება 45 წლის ქალი, რომელსაც ახლახან მე-13 შვილი შეეძინა

2021-08-30 16:06:36+04:00

დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოს­პი­ტალ­ში, 45 წლის ქალ­ბა­ტონს ია­მზე დი­ა­სა­მი­ძეს მე-13 შვი­ლი - ან­დრია შე­ე­ძი­ნა. ივა­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს უკვე 8 ვაჟი და 5 გო­გო­ნა ჰყავთ. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 28 წლი­საა. ქალ­ბა­ტო­ნი ია­მზე 4 გზის ბე­ბი­ა­ცაა. Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და რო­გორც ცხოვ­რობს 13-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი, ამი­ტო­მაც ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვი­რი­კე­ში მცხოვ­რებ გმირ დე­დას ია­მზე დი­ა­სა­მი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქალ­ბა­ტონ ია­მზეს ერთი თვის წინ მე­უღ­ლე ტრა­გი­კუ­ლად და­ე­ღუ­პა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ია­მზე, მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს შე­სა­ხებ, რო­გორ ხართ, რო­გორ ცხოვ­რობთ?

- რა გი­თხრათ, ვცხოვ­რობთ სო­ფელ კვი­რი­კე­ში, ახ­ლა­ხან მე-13 ბავ­შვი გა­ვა­ჩი­ნე, პა­ტა­რა ან­დრია დრო­ე­ბით კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, რად­გან დღე­ნაკ­ლუ­ლი და­ი­ბა­და. დი­დად დალ­ხე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა არას­დროს გვქო­ნია, თუმ­ცა გაგ­ვქონ­და თავი.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი რა ასა­კის არი­ან?

- უფ­რო­სი შვი­ლი 28 წლის არის, უც­რო­სი კი სულ ახალ­ხან და­ი­ბა­და, რო­გორც იცით. ამ ეტაპ­ზე, მხო­ლოდ ხუთი შვი­ლი მყავს სკო­ლის მოს­წვა­ლე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი უფ­რო­სე­ბი არი­ან. მინ­და, რომ ორ ქა­ლიშ­ვილს პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ვა­ბა­რე­ბი­ნო, რათა რა­ი­მე პრო­ფე­სია ჰქონ­დეთ. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ, დახ­მა­რე­ბას ვღე­ბუ­ლობთ, რაც ცხა­დია, საკ­მა­რი­სი არ არის. ამ­დენ ბავ­შვს მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და სხვა ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა, რის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ გვაქვს. ახლა კი ამ­დენ პრობ­ლე­მას­თან სულ მარ­ტო დავ­რჩი. ჩემი მე­უღ­ლე ერთი თვის წინ, მდი­ნა­რე კინ­ტრი­ში­სა და ზღვის შე­სარ­თავ­თან თევ­ზა­ობ­და, რა დრო­საც ან­კე­სი ელექტრო­სა­დენს წა­მო­ე­დო, რა­მაც ჩემი ქმა­რი იმ­სხვერ­პლა.

განაგრძეთ კითხვა