ექიმის, მსახიობისა და ტელეწამყვან ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი, მომღერალი შოთი ტატიშვილი, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და კოვიდინფიცირების შესახებ საკუთარ ისტორიას საზოგადოებას უამბობს.
"დიდად პოსტების წერით არ გამოვირჩევი, თუმცა ამ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდი. ზოგმა იცით, ზოგმა - არა, ვიყავი კოვიდინფიცირებული (აჭარის კლასტერი) თავიდან სახლში დავიწყე მკურნალობა, თუმცა მე 3 დღეს ცუდად გავხდი და სუნთქვა გამიჭირდა და გადმომიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მკურნალობას ვაგრძელებდი პალატაში 3 დღის მანძილზე. სამწუხაროდ, მდგომარეობა დამიმძიმდა და ფილტვების დაზიანება დაახლოებით 20 ქულამდე ავიდა და გავხდი ძალიან ცუდად.
გონება დამებინდა, სატურაცია დამივარდა დაბალზე და სასწრაფო წესით გამაქანეს რეანიმაციაში, რომლის გზის გავლა მახსოვს ფრაგმენტულად და მძიმედ. რეანიმაციაში შესვლისას კი დამხვდა საშინელი სურათი, განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა, თუ ასე შემდეგ, უამრავი ინტუბირებული ხალხი, ამან ჩემი მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ამის მერე აღარ მახსოვს არაფერი, სანამ ჟანგბადის აპარატი არ დამიყენეს.
რეანიმაციაში დაახლოებით 4 დღე დავყავი. როგორც ექიმები მეუბნებიან, გამომაძვრინეს იმ ქვეყნიდან, თუმცა თქმა რად მინდა, მე თვითონაც ვგრძნობდი, ახლა საბედნიეროდ პალატაში ვარ და ვაგრძელებ რეაბილატაციას და ღმერთის და ექიმების წყალობით ყველაფერი კარგად მიდის და მალე უკვე სახლს დავუბრუნდები. განაგრძეთ კითხვა