ქეთა თოფურიას ქალიშვილი სკოლაში შევიდა - რა ღირს პრიმაკოვის გიმნაზია, რომელსაც ქართველი დირექტორი ჰყავს - მშობლები

ქეთა თოფურიას ქალიშვილი სკოლაში შევიდა - რა ღირს პრიმაკოვის გიმნაზია, რომელსაც ქართველი დირექტორი ჰყავს

2021-09-01 13:30:46+04:00

რუსეთში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. რუსეთში მცხოვრებმა ქეთა თოფურიამ ქალიშვილი ოლივია სკოლაში შეიყვანა. მან არჩევანი პრიმაკოვის სახელობის გიმნაზიაზე გააკეთა, რომელიც მოსკოვში, ოდენცოვოს ოლქშია და საუკეთესო სკოლებს შორის შედის, სადაც ბავშვები 3-დან 18 წლამდე სწავლობენ, სხვადასხვა საფეხურზე და ყველა მათგან გიმნაზიაში კონკურსის საფუძველზე იღებენ.

mshoblebi

სკოლაში რამდენიმე ენა ისწავლება, თუმცა ინგლისურია პრიორიტეტული.

mshoblebi

სწავლა წელიწადში საშუალოდ 800 ათასი რუბლია, რაც დაახლოებით 11 ათას დოლარს შეესაბამება.

mshoblebi

საინტერესოა ისიც, რომ სკოლის დირექტორი ქართველია - მაია მაისურაძე.

mshoblebi