"ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს - “შავი პარკი”... ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი" - მაია კაჭკაჭიშვილი - მშობლები

"ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს - “შავი პარკი”... ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი" - მაია კაჭკაჭიშვილი

2021-09-02 08:57:35+04:00

მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი მორიგ საშინელ კოვიდსტატისტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ვისაც ჩემი პოსტები არ მოგწონთ, უმარტივესია - შემოდით ჩემს გვერდზე მარჯვნივ სამი წერტილია და ბლოკიც მანდვეა!!!

სიკვდილსაც ხომ გააჩნია.

ასეთი საცოდავი და უპატივცემულო სიკვდილი არ არსებობს - “შავი პარკი”

ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი - ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში. როცა გამზადებული ჰქონდა ლამაზი კაბა, ფეხსაცმელები, - როცა მოვკვდები, ბებო, ესენი ჩამაცვითო, დაგვიბარა.

კიი, მაგრად შევუსრულეთ სურვილი.

ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?

ფრაზები, რომ - გრიპით მეტი კვდება, გულით, ინულტით, სინდისი იქონიეთ და შავ პარკს არ შეადაროთ!!!

ყოველდღე 80 ოჯახს ატანენ ამ დასაწვავ შავ პარკს და ვინც კიდევ მეტყვის, რომ - საკუთარი იმუნიტეტის იმედზე ვარ,

- არ ვიცავ რეგულაციებს და არ ვიცრები და - სულაც არ არსებობს კოვიდი…

მე სიტყვებიც აღარ მრჩება, რაიმე გითხრათ ….

დღეს კიდევ 81.

როდემდე?"