"ორივე კოვიდდადებითი დაიბადა, კოვიდური პნევმონია აქვთ, აპარატზე რჩებიან" - 47 წლის ქალი, რომელსაც 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა - მშობლები

"ორივე კოვიდდადებითი დაიბადა, კოვიდური პნევმონია აქვთ, აპარატზე რჩებიან" - 47 წლის ქალი, რომელსაც 10-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა

2021-09-02 16:38:40+04:00

კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი 47 წლის ნატო ფხა­კა­ძის ახალ­შო­ბი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ბა მძი­მეა. ტყუ­პე­ბი 28 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბა­ზე, სა­კე­ის­რო კვე­თით, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა "ბო­მონდში" და­ი­ბად­ნენ. ახალ­შო­ბილ­თა რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რი­ნა ბა­რა­თაშ­ვი­ლის თქმით, 15 დღის ახალ­შო­ბი­ლე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბი­ან და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, მდგო­მა­რე­ო­ბას ახალ­შო­ბილ­თა დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბაც არ­თუ­ლებს.

47 წლის ქალი შვილს ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნატო ფხა­კა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას მისი მე­გობ­რე­ბი ეხ­მა­უ­რე­ბი­ან და წე­რენ, რომ ვე­რაგ­მა და­ა­ვა­დე­ბამ ქა­ლის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

ექი­მის თქმით, სა­კე­ის­რო კვე­თის ჩა­ტა­რე­ბა დე­დის ინ­ფი­ცი­რე­ბის და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

"28 კვი­რის ორ­სუ­ლო­ბა­ზე და­ი­ბად­ნენ. შვიდ­თვი­ა­ნე­ბიც არ არი­ან. ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე აპა­რატ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი დის­ტრეს სინ­დრო­მით და­ი­ბად­ნენ, დი­ნა­მი­კა­ში დამ­ძიმ­დნენ. ორი­ვე კო­ვიდ­და­დე­ბი­თი და­ი­ბა­და. კო­ვი­დუ­რი პნევ­მო­ნია აქვთ. 15 დღის არი­ან, აპა­რატ­ზე რჩე­ბი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბულ, კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, პა­რა­მეტ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა­საც ვერ ვა­ხერ­ხებთ, ვი­თა­რე­ბას დღე­ნაკ­ლუ­ლო­ბა ამ­ძი­მებს. მთე­ლი ფილ­ტვი მო­ცუ­ლია კო­ვი­დუ­რი პნემ­ვო­ნი­ით.განაგრძეთ კითხვა