ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და რა არის სავარაუდო მოტივი? - მშობლები

ვინ არის ავსტრალიელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და რა არის სავარაუდო მოტივი?

2021-09-09 07:02:26+04:00

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე შა­ნაე ბრუ­კის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შსს-მ შა­ნაე ბრუ­კის მკვლე­ლო­ბა გახ­სნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 31 წლის შა­ნაე ბრუ­კის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.მ. სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ა­კა­ვა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ambebi.ge-მ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­არ­კვია.

რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 33 წლის თბი­ლი­სე­ლი რა­ფა­ელ მურ­სა­კუ­ლო­ვია, რო­მე­ლიც და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

მურ­სა­კუ­ლო­ვი შა­ნაე ბრუ­კის მე­ზობ­ლად, გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. მკვლე­ლო­ბის სა­ვა­რა­უ­დო მო­ტი­ვი ყა­ჩა­ღო­ბაა - თავ­დამ­სხმე­ლი შა­ნაე ბრუკს "აი­ფონ-12“-ის წარ­თმე­ვას უპი­რებ­და, თუმ­ცა მი­ზანს ვერ მი­აღ­წია, რად­გან გო­გო­ნამ ის ქვე­მოთ, ხრამ­ში მო­ის­რო­ლა. რო­გორც ირ­კვე­ვა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე და­ნით ხელი გა­იჭ­რა და ად­გილ­ზე მისი სის­ხლის კვა­ლი დარ­ჩა. სწო­რედ გე­ნე­ტი­კურ­მა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა ბრალ­დე­ბუ­ლის დნმ და მისი ვი­ნა­ო­ბაც. განაგრძეთ კითხვა