"ქალი რომელიც ბედნიერებას მჩუქნის... მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი" - როგორ მიულოცა ქმარმა დაბადების დღე 35 წლის ქეთა თოფურიას - მშობლები

"ქალი რომელიც ბედნიერებას მჩუქნის... მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი" - როგორ მიულოცა ქმარმა დაბადების დღე 35 წლის ქეთა თოფურიას

2021-09-09 11:19:34+04:00

ქეთა თოფურია დღეს 35 წლის გახდა. რასაკვირველია, პირველი, ვინც იუბილე მიულოცა, მეუღლე იყო - 37 წლის ბიზნესმენი ლევ დენგოვი. მან არა მხოლოდ ყვავილების თაიგულებით გაუვსო სახლი, არამედ ემოციური ტექსტიც მიუძღვნა სოციალურ ქსელში:

"გილოცავ დაბადების დღეს, ქალს, რომელიც მჩუქნის ბედნიერებას! მზრუნველი დედა, ღირსეული ცოლი - ვამაყობ შენით! 35 წლის ასაკში შეძელი დაგემტკიცებინა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის, რომ შრომისმოყვარეობას და პროფესიონალიზმს ნამდვილი შედეგი მოაქვს, რომელშიც ვერავინ შეიტანს ეჭვს! შენ შემდგარი ხარ ყველა კუთხით, საუკეთესო ხარ! განაგრძე შენი სულიერი და შემოქმედებითი ზრდა, ჩემო სიცოცხლე! მე ყოველთვის გვერდით ვიქნები, ყოველთვის შენთან ერთად და ყოველთვის შენთვის, ჩემო ოჯახო!" - წერს დენგოვი.

mshoblebi

mshoblebi

altქეთა თოფურია ქმარს საქართველოს აცნობს - ვიდეო