"დაიკო მინდაო, რომ მოვუაროო..." - ალექსანდრა პაიჭაძეს ექოსკოპიაზე შვილი გულშემატკივრობს (ვიდეო) - მშობლები

"დაიკო მინდაო, რომ მოვუაროო..." - ალექსანდრა პაიჭაძეს ექოსკოპიაზე შვილი გულშემატკივრობს (ვიდეო)

2021-09-13 06:50:00+04:00

როგორც ცნობილია, მოდელი და წამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილზეა ორსულად. ცოტა ხნის წინ თურქეთში, სტამბოლში გაემგზავრა შვილთან და სწორედ იქ გაიკეთა მორიგი ექოსკოპიაც, რომელსაც მისი ვაჟი დაესწრო.

"დაიკო მინდაო, რომ მოვუაროო….. ჩემმა სიყვარულმა. ჰოდა ნამდვილად იმსახურებს ყველა სურვილის ასრულებას, ეს კეთილი კაცუნა!!!! ნომერ პირველი ბიჭი ხარ!"

alt"24 და 25 კვირა! როგორ შევძელი ასეთი ღიპუცას დამალვა?" - ფეხმძიმე ალექსანდრა პაიჭაძის ფოტოსესია