"ეს არის ნი­კოს დედა, ხუთი შვი­ლის დედა, რო­მელ­მაც გა­სა­ო­ცა­რი ბავ­შვე­ბი გა­ზარ­და" - როგორ აპირებს ოჯახი ნიკოს დაწყებული საქმეების დამთავრებას - მშობლები

"ეს არის ნი­კოს დედა, ხუთი შვი­ლის დედა, რო­მელ­მაც გა­სა­ო­ცა­რი ბავ­შვე­ბი გა­ზარ­და" - როგორ აპირებს ოჯახი ნიკოს დაწყებული საქმეების დამთავრებას

2021-09-19 08:03:40+04:00

ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნინო ზამ­ბა­ხი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოკ­ლუ­ლი ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ა­სა და დე­და­მი­სის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდას ოჯა­ხი აპი­რებს ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია და­ა­წე­სონ.

"ეს არის ნი­კოს დედა, ჩემი მე­გო­ბა­რი სა­ო­ცა­რი გოგო იზა! ხუთი შვი­ლის დედა, რო­მელ­მაც გა­სა­ო­ცა­რი ბავ­შვე­ბი გა­ზარ­და.

უფ­რო­სი იყო ნიკო. ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლე­ბენ ნი­კოს და­წყე­ბულ საქ­მეს აქაც და უცხო­ეთ­შიც ასე­ვე და­ა­წე­სე­ბენ ნი­კოს სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დი­ას! მო­მავ­ლის ბი­ჭის სა­ხე­ლო­ბის მო­მავ­ლის სტი­პენ­დი­ას" წერს ნინო ზამ­ბა­ხი­ძე.

ცნო­ბის­თვის, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვე­რა­ზე, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე და­ესხნენ თავს. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად ახალ­გაზ­რდა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

განაგრძეთ კითხვა