არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებში პირბადის ტარება, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი და რამდენად ამცირებს ის კორონავირუსის გავრცელებას სკოლებში - მშობლები

არის თუ არა უსაფრთხო ბავშვებში პირბადის ტარება, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი და რამდენად ამცირებს ის კორონავირუსის გავრცელებას სკოლებში

2021-09-21 11:43:23+04:00

სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი თუ ყვე­ლა სკო­ლა­ში არა, მათ ნა­წილ­ში მა­ინც, 4 ოქ­ტომ­ბრი­დან საკ­ლა­სო ოთა­ხებს და­უბ­რუნ­დე­ბა.მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში კი მოს­წავ­ლე­ე­ბი უკვე ჩვე­ულ სას­კო­ლო გა­რე­მო­ში არი­ან. ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცია გავ­რცელ­და (იგუ­ლის­ხმე­ბა აშშ-ის სკო­ლე­ბი), რის შემ­დე­გაც, სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში და­ი­წყო მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ყვე­ლა სკო­ლა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს.

პა­რა­ლე­ლუ­რად კი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ცირ­კუ­ლი­რებს მო­საზ­რე­ბა, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მო­ზარ­დე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თოა. რო­გორც Associated Press-ი წერს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­საზ­რე­ბის უსა­ფუძ­ვლო არ­გუ­მენ­ტებს შო­რი­საა ასე­თი არ­გუ­მენ­ტე­ბიც - პირ­ბა­დე იზი­დავს მიკ­რო­ბებს, ნახ­ში­რორ­ჟან­გი ორ­გა­ნიზ­მში აღ­წევს არა­ჯან­საღ დო­ნეს.

გა­მო­ცე­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ მო­ზარ­დი პირ­ბა­დეს ხში­რად და დრო­უ­ლად შეც­ვლის, მის ჯან­მრთე­ლო­ბას არა­ვი­თა­რი საფრ­თხე არ და­ე­მუქ­რე­ბა და ეს წესი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის, არა­მედ ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც.

შე­საძ­ლოა თუ არა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო იყოს? - AP წერს, რომ ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არის - არა, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი არა­ვი­თა­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­საძ­ლო კავ­შირს, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა­სა და ბავ­შვის ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის, ეს არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი და უმ­ჯო­ბე­სია, თუ პე­და­გოგ­თან და ექიმ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­და­წყდე­ბა ატა­რებს თუ არა მო­ზარ­დი პირ­ბა­დეს (შე­ნიშ­ვნა: ეს ეხე­ბა მხო­ლოდ 6-დან 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს).

AP-ის ცნო­ბით, არ­სე­ბობს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ სკო­ლებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბას შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­როს მო­ზარ­დებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­და­დე­ბა და გავ­რცე­ლე­ბა. განაგრძეთ კითხვა