ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალიშვილს სოციალურ ქსელში ულოცავს დაბადების დღეს:
"ადამიანთა მოდგმის ადვოკატირებისთვის მოცარტები და სერვანტესები არ მჭირდებიან, ისიც მყოფნის, ეკას რომ ვიცნობ. კარგა ხანია, სხვა ძალაუფლება მასზე არ გამაჩნია, უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ, ხო, იმიტომ რომ, რომ გავაჩინე, მას მერე 25-ე დაბადებისდღე აქვს და ამ დროში ისე მკვეთრად გამასწრო აზროვნების სიღრმითაც და სიმაღლითაც და სიგანითაც გამისწრებს ძალიან მალე (წაკითხულ წიგნებს ვზომავ სიგანეში), ისღა დამრჩენია, ავე ეკამეთქი შევძახო. არ უყვართ ჩემ შვილებს, რომ გამოვფენ ხოლმე, მაგრამ დღევანდელი დღე მეც ხომ მეკუთვნის ცოტათი და უამრავი არ მაქვს ასეთი მნიშვნელოვანი დღე. ისეთ ცხოვრებას ვუსურვებ, როგორსაც იმსახურებს თავისი უკიდეგანო კეთილშობილებით. გულში კი ბანალურად, მინდა, ბედნიერი იყოს.
პ.ს. რას სწავლობს და, ფსიქოთერაპევტი უნდა გახდეს. დედა უნდა მოარჩინოს."
ნათია ფანჯიკიძესა და ირაკლი ალასანიას ქალ-ვაჟი ჰყავთ. ვაჟი უკვე დაქორწინებულია და ქალიშვილიც ჰყავს.
.jpg)

