გიორგი და მარიტა შვილს ელოდებიან - „ყველაზე ბედნიერი მოლოდინი“ - მშობლები

გიორგი და მარიტა შვილს ელოდებიან - „ყველაზე ბედნიერი მოლოდინი“

2021-09-29 19:31:27+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი შვილის მოლოდინში არიან.

მარიტას და გიორგის ქორწილი 23 იანვარს პანდემიის გამო ვიწრო წრეში გაიმართა, თუმცა ცნობილი სახეები მათ გარემოცვას მაინც არ აკლდა.

წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, რასაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხს მათთვის პრობლემები არ შეუქმნია და ახლა შვილსაცელოდებიან.

სწორედ გიორგიმ გამოაქვეყნა მარიტასთან ერთად გადაღებული ფოტო, სადაც გოგონას მუცელი უკვე ეტყობა - „ყველაზე ბედნიერი მოლოდინი“ - ასე დაასათაურა მსახიობმა პოსტი.

თეკლა ჟვანია