ამიერიდან, თბილისის მოსახლეობა ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას მისთვის მოსახერხებელი ფორმით შეძლებს. თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია „თელმიკომ“ კლიენტთა მომსახურების პირველი ცენტრი გახსნა.
ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა; ბრუნვის ისტორიის მიღება; მომხმარებლის განაცხადის მიღება: რეკვიზიტების დაზუსტება; ელექტროენერგიის ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენასთან დაკავშირებული მომსახურება; გადახდილი თანხის კორექტირება; დავალიანების გადანაწილება; გადახდის ვადის გადავადება და სხვა. „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა დმიტრი გოლოვკომ განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლომდე თბილისის სხვადასხვა უბანში კიდევ 5 ანალოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება:
„ჩვენი მიზანია, რომ „თელმიკოს“ ნებისმიერი სერვისი მაქსიმალურად ბევრი მომხმარებლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. გვინდა, აქ მოსულმა მომხმარებლებმა კომფორტულ გარემოში, მარტივად და უპრობლემოდ შეძლონ სასურველი მომსახურების მიღება“.
მომხმარებელთა მომსახურების ცენტრი თბილისში, ოთარ ჩხეიძის №10-ში მდებარეობას და ის აბონენტებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოემსახურება.