"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ერთად ვართ... გვაქვს ერთობლივი ოჯახი" - რა ვიდეოს ავრცელებს სააკაშვილის მეგობარი ქალი? - მშობლები

"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, შევატყობინოთ ყველას, რომ ერთად ვართ... გვაქვს ერთობლივი ოჯახი" - რა ვიდეოს ავრცელებს სააკაშვილის მეგობარი ქალი?

2021-10-01 17:54:26+04:00

რამ­დე­ნი­მე თვის წინ AMBEBI.GE უკ­რა­ი­ნულ სა­ა­გენ­ტო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერ­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი რო­მა­ნი ჰქონ­და და მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი პარ­ტია "ხალ­ხის მსა­ხუ­რის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, ლიზა იას­კოა იყო. ცნო­ბი­ლი იყო, რომ წყვი­ლი ლეს­ნიკ­ში მდე­ბა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­შე­ნე­ბე­ლურ სახ­ლში ცხოვ­რობ­და.

mshoblebi

მას შემ­დეგ რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს, იას­კო­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, სა­დაც ის და ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მათი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ:

"მე და ლი­ზამ გა­დავ­წვიტთ შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ ყვე­ლას, რომ ჩვენ ვართ ერ­თად. ჩვენ ვი­წყებთ ახალ ცხოვ­რე­ბას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხ­და ისე, რომ მე მქონ­და ძა­ლი­ან მა­გა­რი ცხოვ­რე­ბაც, წარ­სუ­ლიც. ისე გა­მო­ვი­და, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, რომ­ლის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი. ამა­ზე ვფიქ­რობ ბევ­რს, მაგ­რამ მე და ლიზა ვართ ერ­თად. ჩვენ გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი ოჯა­ხი და გვინ­და, რომ ყვე­ლას უსურ­ვოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა" - ამ­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი. იხილეთ ვიდეო