ტაბლეტი, რომელმაც კოვიდინფირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკი გაანახევრა: "გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!" - მშობლები

ტაბლეტი, რომელმაც კოვიდინფირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკი გაანახევრა: "გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!"

2021-10-02 08:19:56+04:00

"კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

"კომპანია მერკმა გაასაჯაროვა კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით ტაბლეტირებულმა მედიკამენტმა მოლნუპირავირმა 50%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. მოლნუპირავირის ჯგუფში არავინ დაღუპულა, განსხვავებით პლაცებო ჯგუფისგან, სადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.

გილოცავთ, ეს კოვიდთან ბრძოლაში სერიოზული ნაბიჯია!",- წერს კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, კომპანია Merck-ის ინფორმაციით, კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც მათი პრეპარატი სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში მიიღეს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის დაახლოებით ორჯერ ნაკლები მაჩვენებელი დაფიქსირდა იმათთან შედარებით, რომლებმაც პლაცებო მიიღეს.