"არ დაგიმალავთ, რომ ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი, ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო" - სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის ახალ ოჯახზე - მშობლები

"არ დაგიმალავთ, რომ ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი, ფორმა კი სრულიად მიუღებელი იყო" - სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის ახალ ოჯახზე

2021-10-06 07:23:32+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, სან­დრა რუ­ლოვ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება. მისი თქმით, ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი, ფორმა კი მიუღებელი იყო.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტი­მა­რია და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, სრუ­ლი­ად ვუ­ერ­თდე­ბი მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნას. ბევ­რი დაბ­ნე­უ­ლი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი მე­კი­თხე­ბა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

არ და­გი­მა­ლავთ, რომ პა­რას­კევს სა­ღა­მოს და­დე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ფორ­მა კი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. პი­რა­დი ემო­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ვი­ნარ­ჩუ­ნებ სიმ­შვი­დეს და რწმე­ნას, რომ ამ ბრძო­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი გა­მო­ვალთ", - წერს სან­დრა რუ­ლოვ­სი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მან და ლიზა იას­კომ ოჯახი შექმნეს.

"მე და ლი­ზამ გა­დავ­წყვი­ტეთ შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ ყვე­ლას, რომ ჩვენ ვართ ერ­თად. ვი­წყებთ ახალ ცხოვ­რე­ბას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხ­და ისე, რომ მე მქონ­და ძა­ლი­ან მა­გა­რი ცხოვ­რე­ბაც, წარ­სუ­ლიც. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, რომ­ლის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა­სი. ამა­ზე ვფიქ­რობ ბევ­რს, მაგ­რამ მე და ლიზა ვართ ერ­თად. ჩვენ გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი ოჯა­ხი და გვინ­და, რომ ყვე­ლას უსურ­ვოთ ბედ­ნი­ე­რე­ბა" - ამ­ბობს ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი.