გენიალური სტივ ჯობსი 8 წლის განმავლობაში კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნეს ებრძოდა. 5 ოქტომბერს კი მისი გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა. ბოლო დღემდე ცდილობდა, ემუშავა და დაწყებული საქმე განევითარებინა. გარდაცვალებამდე მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე Apple– ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. მაშინ ჯობსი მხოლოდ 56 წლის იყო.
მისმა უმცროსმა ქალიშვილმა ივმა სოციალურ სელში სტივ ჯობსის ახალგაზრდობის ფოტო გამოაქვეყნა და პოსტი მთელი ოჯახის სახელით დაწერა:
"ჩვენი მადლიერება ისეთივე უზარმაზარია, როგორც დანაკარგი. თითოეულმა ჩვენგანმა წარმატების საკუთარი გზა იპოვნა, მაგრამ სტივის სიყვარული და ის საქმეები, რაც გვასწავლა, ყველას გვაერთიანებს.
ჯობსის ახლობლები ამბობენ, რომ მისი ყველა ნიჭიდან გამორჩეული სწავლების, პედაგოგობის უნარი იყო.
"მან გვასწავლა, რომ ვიყოთ ცნობისმოყვარეები, სულ გვქონდეს ახალი იდეები, მიმდინარე მოვლენებსა და გარემოს სხვა კუთხით შევხედოთ და რაც მთავარია, დავრჩეთ ჩვენს მოკრძალებულ აზრზე. ძალიან ბევრ რამეს მისი თვალებით ვუყურებთ, მაგრამ მან საკუთარი თავის ძიება გვასწავლა."- წერს გოგონა.
ბრწყინვალედ ცხოვრობდა. ეს შეიძლება ითქვას არა მხოლოდ სამუშაოზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც. სტივს ძალიან დიდ ადამიანს უწოდებენ, რომელსაც საკუთარი გრძნობებისა და ემოციების შეკავება უჭირდა. ბევრ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ ორ მათგანთან გაუჩნდა შვილები. მისი პირველი სიყვარული კრისან ბრენანი იყო, რომლისგანაც უფროსი ქალიშვილი, ლიზა ჰყავს. ხოლო ჯობსის ოფიციალური ცოლი, რომელთან ერთადაც 20 წელი გაატარა და სიკვდილამდე ცხოვრობდა, ლორენ პაუელი იყო.
ლიზას მშობლებმა ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. სტივისა და კრისანის ურთიერთობა მხოლოდ 5 წელს გაგრძელდა და 1978 წლის მაისში გოგონა დაიბადა. თუმცა, ჯობსი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ლიზა მისი შვილი არ იყო და ქალი სხვა მამაკაცებსაც ხვდებოდა. უფრო მეტიც, ისინი ლიზას დაბადებამდე დაშორდნენ ერთმანეთს. მაშინაც კი ეპარებოდა ეჭვი, როცა გენეტიკური ტესტით 94%-ით დადასტურდა, რომ ის გოგონას მამა იყო. საბოლოოდ, მან, რა თქმა უნდა, აღიარა ქალიშვილი და მასთან ურთიერთობა დაიწყო.
მოგვიანებით, ჯობსმა აღიარა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, მამობისთვის მზად არ იყო და ყველაფრის შეცვლა რომ შეძლებოდა, სხვანაირად მოიქეოდა.
თავად ლიზა ჟურნალისტი და მწერალი გახდა. სამი წლის წინ მან გამოაქვეყნა წიგნი სახელად "Small fry", სადაც მამასთან ურთიერთობაზე წერდა. გოგონა მამას აღმერთებდა, თუმცა იმასაც აღნიშნავდა, რომ მან გული ატკინა.

ლორენთან ჯობსს სამი შვილი გაუჩნდა. ერთადერთი ვაჟი - რიდი და ორი ქალიშვილი ერინი და ივი. ბავშვებს მკაცრად ზრდიდა.
"არ ვარ დაინტერესებული, რომ სიმდიდრე თაობიდან თაობას გადაეცეს და ჩემმა შვილებმაც იციან ამის შესახებ. სტივსაც ასე სურდა"- განაცხადა ჯობსის მეუღლემ ჟურნალისტებთან.
სტივისა და ლორენის ორ უფროს შვილს ჩაკეტილი და არასაჯარო ცხოვრება აქვს. 30 წლის რიდი და 26 წლის ერინი, ფაქტობრივად, საერთოდ არ ჩნდებიან საზოგდოებაში. მათი სურათები არ ქვეყნდება არც ყვითელ პრესაში და არც სოციალური ქსელები აქვთ.
ორივე მათგანზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ სტენფორდში სწავლობენ. რიდი მედიცინაზე, ონკოლოგიის მიმართულებით სწავლობდა. სურდა, რომ მამა გადაერჩინა. ერინი გატაცებული იყო დიზაინითა და არქიტექტურით. სხვა მათზე არაფერია ცნობილი. საჯაროობა მათმა უმცროსმა დამ მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.
ივი ჯობსის ყველაზე პატარა შვილია. მამას არასდროს ჰქონდა საკმარისი დრო მათთან ურთიერთობისთვის, მაგრამ საკუთარი შვილებიდან მაინც ყველაზე პატარას გამოარჩევდა.
"ის ამბობდა, რომ ზუსტად უმცროსი შვილი იყო უშიშარი, აქტიური და ძლიერი ნებისყოფის. გოგონა, რომელიც ერთ დღეს კორპორაციას უხელმძღვანელებს. თუ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გახდა."- იხსენებს ჯობსის ბიოგრაფი.

კორპორაციის ხელმძღვანელობამდე ჯერ შორი გზაა. ივს სხვა ინტერესები აქვს. ის ძალიან დიდ დროს ცხენებსა და ცხენოსნობას უთმობს. 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ჟურნალმა "Horse Sport" 25 წლამდე ასაკის მოასპარეზეებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო მხედრად დაასახელა.

გარდა ამისა, ივი მოდელად მუშაობს. პარიზის მოდის კვირეულზე ბრენდ Coperni-ს სახედ წარსდგა. გოგონა ჯერჯერობით დაოჯახებული არ არის, თუმცა შეყვარებული ჰყავს, რომელთან ურთიერთობასაც არ ასაჯაროებს.