"ბინა შეიძლება იყოს როგორც წარმატების, ასევე უბედურების მომტანი... იმ სახლში ვინც ცხოვრობდა, ყველა ავადმყოფობდა" - ცნობილი ასტროლოგის რჩევები სახლის ენერგეტიკაზე - მშობლები

"ბინა შეიძლება იყოს როგორც წარმატების, ასევე უბედურების მომტანი... იმ სახლში ვინც ცხოვრობდა, ყველა ავადმყოფობდა" - ცნობილი ასტროლოგის რჩევები სახლის ენერგეტიკაზე

2021-10-07 08:34:49+04:00

ცნობილ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს შინ ვეწვიეთ და მისი ბინის დათვალიერებასთან ერთად, სხვა საინტერესო ამბებზეც ვესაუბრეთ - ასტროლოგი გვირჩევს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს, რისი ცოდნაა საჭირო, როცა ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ.

- ახალი საცხოვრებლის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ასტროლოგიური ფაქტორი. ჯერ ერთი, უნდა გაარკვიოთ, ასტროლოგიურად რომელი პერიოდია კარგი თქვენთვის სახლის, მიწის და ა.შ. შესაძენად. მერე იმ პერიოდში უნდა იპოვოთ ამ საქმის განხორციელებისთვის კარგი დღე, რომელიც პლანეტების განლაგებას უკავშირდება, რადგან განსხვავებული პლანეტარული წყობა სხვადასხვა შესაძლებლობას მოგვცემს სწორი შენაძენის კუთხით. ასევე

გასათვალისწინებელია ქალაქის ზონები იმიტომ, რომ ბინის ყიდვის შემთხვევაში, ერთი ადამიანისთვის შეიძლება კარგია სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, მეორესთვის კი დასავლეთი მხარეა უმჯობესი. უნდა ჩაერთოს ნუმეროლოგიის პრინციპებიც. მაგალითად, რომელ ნომერ სახლში ჯობს იცხოვროთ, ან რა უნდა იყოს ბინის ნომერი. თითოეულ ადამიანს, დაბადების თარიღიდან გამომდინარე, გარკვეული ნუმეროლოგიური კოდი აქვს და ის კოდი უნდა შეესაბამებოდეს იმ ბინის ნომერს, სადაც ცხოვრობ.

- როდესაც ბინას მეუღლეები ყიდულობენ, ვის ზოდიაქოს ვითვალისწინებთ?

- პირველ რიგში, ვითვალისწინებთ, ვინ არის ოჯახში შემომტანი და მთავარი მოქმედი პირი, ვისზეც არის ოჯახი დამოკიდებული. ჩვენ ბინა ამ პრინციპით შევიძინეთ იმიტომ, რომ მაშინ მე ვიყავი ძირითადი შემომტანი, ჩემი მეუღლე არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე ბევრი დეტალი. მაგალითად, შემოსასვლელი კარი აღმოსავლეთ მხარეს იყურება, როგორც წესი და რიგია, მათ შორის ფენ შუის პრინციპის მიხედვით. რიცხვი შვიდი, ღვთიური ენერგიის მატარებელი და ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ის ჩემი ბინის ნომერია. მეხუთე სართული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხუთიანი ჩემი ძირითადი რიცხვია, ე.წ. სულის რიცხვი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა პოზიტიური შესაძლებლობები მოგვცა.

- ვთქვათ, ბინა ნაყიდია უკვე და მეპატრონემ მერე გადაწყვიტა, ცვლილებები შეიტანოს ფენ შუის მიხედვით, ეს შესაძლებელია?

- თუ ბინას კარი აღმოსავლეთ მხარეს არ აქვს, ხოლო ფენ შუის მიხედვით თქვენ გიწერიათ, რომ ფინანსური შესაძლებლობების განვითარებას ხელს უწყობს შემოსასვლელი კარი სწორედ აღმოსავლეთ მხარეს, ამ შემთხვევაში რა ვქნათ? არადა, უკვე გადახვედით ახალ სახლში. უნდა გამოვიყენოთ ფენ შუის ატრიბუტიკა - თილისმები, ამულეტები... დაბადების თარიღის მიხედვით უნდა დავადგინოთ, შემოსასვლელ ზონაში რომელ მხარეს უნდა დაიდოს ესა თუ ის ატრიბუტი, რომ გააძლიეროს ფინანსური მხარე. დავუშვათ, პრობლემები გაქვთ პირად ურთიერთობებში. აქაც არსებობს ფენშუის თილისმა - ორი თევზის გამოსახულება. მაგრამ უნდა იცოდეთ, საძინებლის რომელ ზონაში უნდა დაიდოს ეს სიმბოლიკა, რომ მან გააძლიეროს სიყვარულის ენერგია. განაგრძეთ კითხვა