"როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, გავარდა ბორჯომში და მომწერა, დავამთავრე შენთან ურთიერთობაო" - ხათუნა ჟორდანია - მშობლები

"როგორც კი გაიგო, რომ კარგად ვარ, რაღაცაზე ვიჩხუბეთ, გავარდა ბორჯომში და მომწერა, დავამთავრე შენთან ურთიერთობაო" - ხათუნა ჟორდანია

2021-10-07 15:19:28+04:00

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია და ზურა ხა­ჩი­ძე გა­და­ცე­მა "პოს­ტა­ლი­ო­ნის" სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ. მათ თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ზე ისა­უბ­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სირ­თუ­ლე იყო, რისი დაძ­ლე­ვაც კომ­პრო­მი­სე­ბის ხარ­ჯზე შეძ­ლეს.

"იმ დღეს­ვე, რო­გორც კი გა­ი­გო, რომ კარ­გად ვარ რა­ღა­ცა­ზე ვი­ჩხუ­ბეთ, გა­ვარ­და ბორ­ჯომ­ში და იქი­დან მომ­წე­რა, და­ვამ­თავ­რე მე შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, აღა­რა­სო­დეს აღარ მოვ­ბრუნ­დე­ბი უკა­ნო…

ერთ კვი­რა­ში გა­და­უ­ა­რა… ვხუმ­რობ, რა თქმა უნდა, მაგ­რამ რთუ­ლია ძა­ლი­ან, ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლით სავ­სე იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა იმი­ტომ, რომ ბევ­რი მძი­მე პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ ერ­თად.

ყვე­ლას გა­სა­გო­ნად, გან­სა­კუ­თე­ბით კი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, მინ­და ვთქვა, რომ არ არის ად­ვი­ლი ცოლ-ქმრო­ბა. რო­დე­საც დავ­დი­ო­დით სულ სხვა­ნა­ი­რი იყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­დე­საც ერთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ვი­წყეთ ცხოვ­რე­ბა, ბევ­რი სირ­თუ­ლე მოჰ­ყვა, კარ­გიც იყო და ბევ­რი ცუ­დიც.

არ იფიქ­როს ვინ­მემ, რომ ასე მხი­ა­რუ­ლად მოვ­დი­ვართ, არა, ბევ­რი დათ­მო­ბა იყო ჩემი მხრი­დან, ბევ­რი დათ­მო­ბა იყო ზუ­რას მხრი­და­ნაც და ასე თუ ისე, რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ ოჯა­ხი", - აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

ზურა ხა­ჩი­ძის თქმით, როცა გიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი, კომ­პრო­მის­ზე მი­დი­ხარ. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო