"ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა... დამრჩა ერთი ბიჭი და ეგ მაძლევს სტიმულს" - რას ჰყვება რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა - მშობლები

"ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგონა... დამრჩა ერთი ბიჭი და ეგ მაძლევს სტიმულს" - რას ჰყვება რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმის ტრაგედიისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა

2021-10-16 11:52:17+04:00

რა­მაზ დავ­ლა­ძე, რო­მელ­მაც ბა­თუ­მის ტრა­გე­დი­ის დროს ოჯა­ხის 4 წევ­რი და­კარ­გა, მომ­ხდარს იხ­სე­ნებს. ამ­ბობს, რომ იმ დღეს მა­ხინ­ჯა­ურ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მე­ზო­ბელ­მა და­უ­რე­კა და ნგრე­ვის შე­სა­ხებ უთხრა.

"დი­ლას გა­მო­ვე­დი, ინ­გამ ბავ­შვს ჩა­აც­ვა, წა­იყ­ვა­ნა ბაღ­ში, მო­ვი­და ინგა და შემ­დეგ მე წა­ვე­დი საქ­მე­ზე. 12-ის წუ­თებ­ზე და­მი­რე­კეს, რომ რა­ღაც მოხ­დაო. და­ვუ­რე­კე ინ­გას, ჩემს ძმას და ბავ­შვს და არა­ვინ იღებ­და ყურ­მილს. ვი­ყა­ვი მა­ხინ­ჯა­ურ­ში და რო­გორ ჩა­მო­ვე­დი არც მახ­სოვს.

ჩემ­ზე მეტი ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი არ მე­გო­ნა. ალ­ბათ ასე­თია ღვთის ნება და ასე­თია გან­გე­ბა. და­მენგრა ცხოვ­რე­ბა. ჩემს ცრემლს ვე­ღარ გა­ვა­ჩე­რებ. დამ­რჩა ერთი ბიჭი და ეგ მაძ­ლევს სტი­მულს" - ამ­ბობს დავ­ლა­ძე.რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველ სარ­თულ­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას, დავ­ლა­ძის თქმით, ის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს იმ­ყო­ფე­ბო­და ად­გილ­ზე, თუმ­ცა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ გას­ჩე­ნია, რა­ი­მე საფრ­თხეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. განაგრძეთ კითხვა