რა საფრთხეებზე უნდა დაფიქრდეთ წინასწარ, სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ - სექციები ასაკის და ჯანმრთელობის მიხედვით - მშობლები

რა საფრთხეებზე უნდა დაფიქრდეთ წინასწარ, სანამ ბავშვს სპორტზე შეიყვანთ - სექციები ასაკის და ჯანმრთელობის მიხედვით

2021-10-23 09:45:49+04:00

თითქმის ყოველი მეორე ბავშვი დადის სპორტზე. თუმცა სპორტის ყველა სექცია ყველა ბავშვისთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ ბავშვს რომელიმე სპორტულ სექციაში ჩაწერთ, სპორტის რომელმა სახეობამ როგორ შეიძლება იმოქმედოს ბავშვის ჯანმრთელობაზე.

რა და როდის?

ცურვა - დაბადებიდან, 6-7 წლიდან დამოუკიდებლად. თხილამურები - 3-6 წლიდან. აიკიდო - 4 წლიდან. უშუ - 4 წლიდან. ფიგურული სრიალი - 5 წლიდან. ჩოგბურთი - 5 წლიდან. აკრობატიკა (სპორტული ტანვარჯიში) - 6 წლიდან. ფეხბურთი - 6 წლიდან. მხატვრული ტანვარჯიში - 6-7 წლიდან. ველოსპორტი - 7-9 წლიდან. კალათბურთი - 6-9 წლიდან. ფრენბურთი - 8-10 წლიდან. თუ გადაწყვიტეთ, რომ ბავშვი დიდ სპორტში მიიყვანოთ, აჩვენეთ სპორტულ ექიმს. გასინჯვის შემდეგ ის გირჩევთ, რა შეიძლება ბავშვისთვის და რა - არა.

ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები - თუ ბავშვს "სკოლიოზი" ან სხვა დარღვევა დაუმტკიცდა, მისთვის სპორტის ასიმეტრიული სახეობები (ბადმინტონი, ჩოგბურთი) არ შეიძლება. სქოლიოზის დროს კარგია ცურვა. ცურვის სხვადასხვა სახეობა: ბრასი, კროლი, ბატერფლაი - დაავადების სხვადასხვა სტადიაზე; კარგია ზამთარში თხილამურები (აუმჯობესებს ზურგის კუნთების მდგომარეობას), აი, სნოუბორდი კი აკრძალულია. დაზიანებული ხერხემლის დროს ნუ მიიყვანთ ბავშვს ფიგურულ სრიალზე, ცეკვაზე, ნუ უყიდით სკეიტბორდსა და გორგოლაჭებს. ნუ ჩაწერთ ბავშვს დეფორმირებული ხერხემლით მხატვრული ტანვარჯიშის წრეზე, სირბილზე. აი, ბურთით თამაში არ ეკრძალება. არც ველოსპიდი, მაგრამ ისიც მოკლე დისტანცაზე.

სუსტი მხედველობა - ნუ მიიყვანთ ბავშვს სპორტული ტანვარჯიშის წრეზე, სამთო-სათხილამურო სპორტზე, ფეხბურთზე, ჰოკეიზე, ორთაბრძოლაზე. მაგრამ თუ ბავშვს არ აქვს მიოპია, გართულებები ბადურაზე ან ფსკერზე, არ უნდა გაუჭირდეს კალათბურთზე, ფრენბურთზე, მხატვრულ ტანვარჯიშზე, ფიგურულ სრიალზე, საცხენოსნო სპორტზე, ცურვასა და ჩოგბურთზე.

ბრონქიალური ასთმა - ახლა დამტკიცდა, რომ ფიზიკური აქტივობა სასარგებლოც კია ასთმიანი ბავშვისთვის, მაგრამ ექიმთან კონსულტაცია მაინც აუცილებელია.

შესაძლო გართულებები - ტრავმულობის მხრივ ყველაზე საფრთხილოა სპორტული ტანვარჯიში. გარდა ამისა, გადამეტებულმა ვარჯიშმა შეიძლება შეაფერხოს ბუნებრივი ზრდის პროცესი, ბავშვს განუვითარდეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ხოლო მწვრთნელის გადამეტებული მოთხოვნების გამო - ნერვული აშლილობა და კონფლიქტები.

ჯგუფში თუ მარტო

ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის ხასიათს: სხვა ბავშვებთან ერთად კარგად თამაშობს, მოსწონს გუნდურობა? ჯგუფური თამაშები მოეწონებათ იმ ბავშვებს, ვისაც თანატოლებთანს საერთო ენის გამონახვა არ უჭირს.

თუ თქვენი შვილი ლიდერის თვისებებით გამოირჩევა, შეიყვანეთ მხატვრულ ან სპორტულ ტანვარჯიშზე, პინგპონგზე ან ჩოგბურთზე. თუ თქვენი შვილი მორცხვია, მკაცრი წესების მქონე გუნდურ სპორტზე ნუ შეიყვანთ. მაგალითად, ორთაბრძოლაზე, სადაც გაბრაზება უნდა გამოავლინოს და ფიგურულ სრიალზე, სადაც ლიდერის თვისებებიც უნდა ჰქონდეს და ყველას ყურადღებაც მისკენაა მიპყრობილი. მგრძნობიარე და წყენია ბავშვებს მოეწონებათ ცურვა და საცხენოსნო სპორტი.

ცურვა

ბავშვს ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ ასწავლოთ ცურვა, მაგრამ ჯობია ჩვილობიდან. ცურვა ერთადერთი სპორტია, რომელსაც უკუჩვენება არ გააჩნია. თუმცა, თუ ბავშვი ავადაა, უმჯობესია, შინ დარჩეს გამოჯანმრთელებამდე. ცურვა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ძილს, მადას, ხერხემლის მდგომარეობას, დადებითად მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე, განავითარებს ბავშვის სხეულს, აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემას, აძლიერებს კუნთებს. მოცურავე ბავშვი გამოირჩევა არა მოცურავეებისგან წონით, სიმაღლით, კუნთების სიმკვრივითა და ფილტვების მოცულობით.

განსაკუთრებული მიმართვა - დადებითად მოქმედებს ჰიპერაქტიურ ბავშვებზე. მათზე, ვინც ხშირად ხდება ავად, სწრაფად იღლება, ძალიან ემოციურია ან აგრესიული.

ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი

ბურთით თამაში ბავშვს 2 წლის ასაკიდან უნდა ასწავლოთ. სპორტულ წრეზე კი 6 წლიდან შეიყვანოთ. ბურთით თამაში: გადაგდება, მიწოდება, ჩაწოდება, წართმევა, გაგორება და ა.შ. ბავშვს უუმჯობესებს კოორდინაციას, რიტმულობას, მოხერხებულობას, ხედვით აღქმას. ბურთით მანიპულირებისას ბავშვს უვითარდება ხელისა და ფეხის მცირე და დიდი ზომის ძვლები, მყესები, კუნთები. ჰარმონიულად უვითარდებათ ცენტარლური ნერვული სისტემა, მთლიანად ორგანიზმი.

მოეწონებათ მოუსვენარ, ჰიპერაქტიურ ბავშვებს. დაუმშვიდდებათ ემოციები, ნევროლოგიური პრობლემები.

ჩოგბურთი

ავითარებს ელვისებურ რეაქციას. ათლეტურად ავითარებს სხეულს.

კარგია ზედმეტად გამხდარი ბავშვებისთვის. მათთვის, ვინც სწრაფად იღლება. უენერგიობას (ასტენიკურობა) უჩივის. ვარჯიში ბავშვს ეხმარება ჰარმონიულად და სიმეტრიულად განუვითარდეს ფილტვები, სხეული. გამოიმუშაოს გამძლეობა

აიკიდო

ყველაზე ჰამონიული ორთბრძოლის სახეობაა. მისი პრინციპია გამოყენოს მოწინააღმდეგის ძალა მისსავე საწინააღმდეგოდ. ვარჯიში აუმჯობესებს ბავშვის იმუნიტეტს, როგორც წესი, აიკიდოში ვარჯიშობენ, რის გამოც იმასაჟებენ ტერფებზე არსებულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებს. აიკიდო ასწავლის ბავშვებს სწორ სუნთქვას, კარგად ამუშავებს ფილტვებს, აუმჯობესებს კოორდინაციას, კუნთების მდგომარეობას, ასწორებს ხერხემალს. ბავშვები სწავლობენ სწორად დავარდნას, გარდა ამისა, აიკიდოს ბავშვები მარტივად კონტაქტობენ თანატოლებთან, უფროსებთან, გაურბიან კონფლიქტს და უფრო მეტიც, პრობლემების მოსაგვარებლად ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას ერიდებიან.

ჰიპერაქტიურ ბავშვებს. მათაც, ვისაც აქვს მოჭარბებული ენერგია, უჭირთ აგრესიასთან გამკლავება, არიან მოჩხუბრები.

უშუ

ეს არის ბრძოლა ბრძოლის გარეშე. ის ეხმარება ბავშვს იყოს ჰარმონიაში საკუთარ თავთან, შეიგრძნოს თავისი ძალა, აკონტროლოს სხეული და ემოციები. ბავშვი სწავლობს რიტმულ მოძრაობას, უუმჯობესდება ხასიათი, ხდება მეტად დისციპლინირებული. ბავშვი უშუზე შეიყვანეთ 4 წლის ასაკიდან. საწყისი კურსი კუნთებისა და ზოგადად, ორგანიზმის გაძლიერებას ეთმობა. რამდენიმე წლის შემდეგ კი საბრძოლო ხელოვნებას ეუფლებიან.

ისევე როგორც აიკიდო, უშუ ეხმარება აღგზნებად ბავშვს პრობლემების გადალახვაში.

საცხენოსნო სპორტი

ცხენებთან კონტაქტი ამშვიდებს და ამავდროულად ათამამებს ბავშვს. უქმნის კომფორტის შეგრძნებას, ათავისუფლებს სტრესისგან, აუმჯობესებს ხერხემლისა და კუნთების მდგომარეობას.

განსაკუთრებული მიმართვა - განსაკუთრებით სასარგებლოა მკვეთრი ქმედებების მქონე და ემოციური ბავშვებისთვის. მათთვის, ვისი აღგზნებადობა და ჰიპერაქტიურობა ნევროლოგიურ პრობლემებს უკავშირდება.