" მამინაცვალი არასრულწლოვან გერს 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა და ძალადობდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა შემზარავ დანაშაულზე? - მშობლები

" მამინაცვალი არასრულწლოვან გერს 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა და ძალადობდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა შემზარავ დანაშაულზე?

2021-10-23 10:04:25+04:00

14 წელს მი­უღ­წე­ვე­ლის მი­მართ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულს 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და 14 წელს მი­უღ­წე­ვე­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის და ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2017 წლი­დან 2020 წლამ­დე, ბრალ­დე­ბუ­ლი 14 წელს მი­უღ­წე­ველ გერ­თან სის­ტე­მა­ტუ­რად, ძა­ლა­დო­ბით სქე­სობ­რივ კავ­შირს ამ­ყა­რებ­და.

ასე­ვე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ბრალ­დე­ბულს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11’ 137-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და მე-4 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით და 126’ მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 18 წლის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.