2022 წელს მშვიდ ხარს აქტიური ვეფხვი ჩაანაცვლებს. მომდევნო 12 თვე არაპროგნოზირებადი და ბევრი მოვლენით დატვირთული იქნება.
ზოდიაქოს ამ ოთხი ნიშნისთვის ის ძალიან წარმატებული აღმოჩნდება:
ზოგიერთი კირჩხიბი უძრავ ქონებაში დიდ ინვესტიციას ჩადებს, მაგრა არ ინანებს და მეტიც, მოგებასაც ნახავს.
2022 წელი ხელსაყრელი იქნება, რომ საკუთარი ძალები ახალ სფეროშიც მოსინჯონ. ნებისმიერი წამოწყება მწვანე შუქს მიიღებს და წარმატებული იქნება.
2022 წელი ვერძისთვის კეთილსასურველი იქნება, რადგან ვეფხვი ერთ-ერთი ცეცხლოვანი წარმომადგენელია და ვერძიც ცეცხლის ნიშანია. ვერძებმა ამ წელს სიფიცხე უნდა დაივიწყონ, ბრძნულად და დაფიქრებულად იმოქმედონ. 2022 წელი იქნება ტრამპლინი საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. იღბალი არ უღალატებთ ამ წელს.
კურო
2022 წლის პირველი თვეები კუროებისთვის ერთგვარი დეტოქსისა და გასუფთავების პერიოდი იქნება. საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდნენ და დროებით დაივიწყონ იდეები და გეგმები. განვითარებისკენ სწრაფვა საუკეთესო შედეგებს მოიტანს. სასიყვარულო ფრონტზე და ფინანსურ ასპარეზზე არ ჩანს განსაკუთრებული იღბლიანობა ამ წელს, ამიტომ მეტი ყურადღება ყოფით საკითხებს და ოჯახს უნდა დაუთმონ.
ტყუპები
ტყუპებს მოუწევთ ამ წელს თავიანთ მუდმივ მტერთან - სიზარმაცესთან ბრძოლა. ასტროლოგები ურჩევენ, არ გადადონ საქმეები და ვეფხვის წელს აქტიურად იმუშაონ. ამ წელს ბედი გაუღიმებს იმ ტყუპებს, რომლებიც ადვილად მოერგებიან გარემოებებს და შრომისმოყვარეობით იქნებიან გამორჩეულები. წლის უმეტესი ნაწილი მშვიდად ჩაივლის, ხანდახან მოუწევთ გარისკვა და უკომპრომისოდ მოქმედება, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ლომი
ლომებისთვის "მათიანი" ვეფხვის წელი სუფთა გაერივით იქნება. ცხოვრების სიჩქარე ცოტა მოიკლებს, თუმცა პირად ურთიერთობებსა და სამსახურს სტაბილურობა არ მოაკლდება. ლომები უნდა იყვნენ აქტიურები კვლავაც და მოსიყვარულეები. სწორად უნდა გაანაწილონ ძალები და რესურსები და იზრუნონ ჯანმრთელობაზე.
სასწორი
2022 წელი სასწორების ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. ახალი კარები გაიხსნა პროფესიულ და სასიყვარულო ფრონტზე. უნდა იპოვონ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან, გაუმჯობესდეს და უკეთესი გახდეს. ეს წელი დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რა წრეში იტრიალებენ.
მორიელი
ეს წელი სიყვარულის წელი იქნება, იმისდა მიუხედავად, ჰყავთ უკვე თუ არა რჩეული. უფრო მეტად უნდა გამოხატონ გრძნობები და სიყვარული. იქნება მცირე სირთულეები, მაგრამ მორიელი უნდა ეცადოს, დარჩეს ძლიერი. დაოჯახებულ მორიელებს მცირე გამოცდები ელით, რომელთა ჩაბარებაც თავადვე უნდა მოახერხონ. ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ, ფინანსურად კი საკმაოდ სასიკეთო სიახლეები ელოდებათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს რომანტიკული ავანტიურები ელით, ხანმოკლე რომანები თვითშეფასებას აუმაღლებს.
კარიერული და ფინანსური ცვლილებებია მოსალოდნელი, თუ მშვილდოსნები სწორად აუღებენ ალღოს შექმნილ სიტუაციას და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. თვალი უნდა ადევნონ კონკურენტებს, რომ არ ჩამოიტოვონ უკან, თუმცა გადაწყვეტილებები ფრთხილად უნდა მიიღონ.
მერწყული
ვეფხვის წელი მერწყულებისთვის სურვილების ასრულების წელი იქნება და ბევრი კუთხით პოზიტიური. შეძლებენ მცირედად მოდუნებას და მიზნების რეალიზებას. მოუნდებათ ცხოვრების კარდინალურად შეცვლა და უფრო თამამებსა და თავდაჯერებულებს, ეს გამოუვათ კიდეც.
ოჯახურ ურთიერთობებში მცირე სირთულეები ელით, პარტნიორთან გაუცხოების გამო და აქაც მოისურვებენ ცვლილებებს. ფინანსურად ჩვეულებრივი წელი იქნება.