დასაქმებისა და წინსვლის რა შესაძლებლობებია ახალ ლიბერთიში - მშობლები

დასაქმებისა და წინსვლის რა შესაძლებლობებია ახალ ლიბერთიში

2021-11-02 12:06:05+04:00

„ახა­ლი ლი­ბერ­თი ახა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის“ სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში ბან­კის ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი, მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ერ­თად, ლი­ბერ­თის გუნ­დის წევ­რებ­ზე ზრუნ­ვას გა­ნაგ­რძობს.

ლი­ბერ­თი­ში გა­რე­მოს გან­სა­ზღვრავს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი – ის, რის გარ­შე­მოც იქ­მნე­ბა ახა­ლი „ლი­ბერ­თი“.

„ლი­ბერ­თის“ ახა­ლი გუნ­დის­თვის მთა­ვა­რი კა­პი­ტა­ლი არი­ან თა­ნამ­შრომ­ლე­ბი – ისი­ნი, ვინც ყო­ველ­დღე, თა­ვი­სი შრო­მით, ასო­ბით ათას ადა­მი­ანს აძ­ლე­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ცხოვ­რე­ბა, შექ­მნან ან წა­მო­ი­წყონ ახა­ლი საქ­მე.

ბან­კის ახალ სტრა­ტე­გი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ძლი­ე­რი, მდგრა­დი და ღია კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რის და­ნერგვას.

ამი­სათ­ვის ლი­ბერ­თის მე­ნე­ჯმენ­ტი გუნ­დის ახალ წევ­რებ­საც ეძებს - მათ, ვი­საც არ აში­ნებთ სირ­თუ­ლე­ე­ბი, სჯე­რათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის და სურთ, თა­ვად შექ­მნან სი­ახ­ლე­ე­ბი.

ლი­ბერ­თის მიერ ბოლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერთ-ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია მენ­ტო­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი, რაც ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს კა­რი­ე­რულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

ცოტა ხნის წინ ასე­ვე შე­იქ­მნა „ლი­ბერ­თის სას­წავ­ლო ცენ­ტრი“, სა­დაც გა­მოც­დი­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი ტრე­ნე­რე­ბი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას უწყო­ბენ ხელს და ბან­კის აპ­ლი­კან­ტებს კონ­კრე­ტუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­ძე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

ბან­კის ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი ასე­ვე მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ატა­რებს და­საქ­მე­ბის კამ­პა­ნი­ებს. ლი­ბერ­თის ახა­ლი გუნ­დის ამო­ცა­ნაა, ხელი შე­უ­წყოს ახალ­გაზ­რდებს პირ­ვე­ლი კა­რი­ე­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში.

ნინო ჩიხ­ლა­ძე ლი­ბერ­თის HR და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „ლი­ბერ­თი“ ნიშ­ნავს თა­ვი­სუფ­ლე­ბას – შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად ვე­ძებთ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გუნდში შე­მო­ი­ტანს ახალ იდე­ებს, შე­მარ­თე­ბის ახალ ტალ­ღას.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი კა­პი­ტა­ლი კი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს, ბევ­რი ახა­ლი პრო­ექ­ტი იწყე­ბა ან უკვე და­ი­წყო. ამი­ტომ, ვე­ძებთ ჭკვი­ან, შე­მარ­თულ, ლაღ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სჯე­რა, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რად უკე­თე­სი იყოს და ეს თა­ვად ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვინც არ უშინ­დე­ბა გა­მოწ­ვე­ვებს და მო­მა­ვალს იმე­დი­ა­ნად უყუ­რებს.

დღეს ჩვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სის სფე­როა IT – აქაც ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან, ახალ­გაზ­რდებს ვაც­ნობთ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებს, რა­ზეც „ლი­ბერ­თის“ IT გუნ­დი მუ­შა­ობს. ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ მენ­ტო­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი – ყვე­ლა ახალ­მო­სულს ჰყავს მენ­ტო­რი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და სა­ჭი­რო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

„ლი­ბერ­თი“ აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას სტუ­დენ­ტებს, სწავ­ლა­ზე მორ­გე­ბუ­ლი გრა­ფი­კით იმუ­შა­ონ, და­ე­უფ­ლონ ცოდ­ნას და მი­ი­ღონ გა­მოც­დი­ლე­ბა ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში

გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სათ­ვის ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი, სა­დაც მათი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გა­ა­ჩენს.

კომ­პა­ნი­ის მე­ტად და უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, ლი­ბერ­თი გეგ­მავს დიდ კამ­პა­ნი­ას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ბან­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბი ახალ­გაზ­რდებს პი­რა­დად გა­უ­ზი­ა­რე­ბენ სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას.

ნინო ჩიხ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ „ლი­ბერ­თი­ში“ ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი მუ­შა­ობს და სწო­რედ მათი მა­გა­ლი­თე­ბის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან, თუ ზრდის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს კომ­პა­ნი­ა­ში მათ­თვის.

„ლი­ბერ­თი­ში“, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლია, ვე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, ვი­საც სურს შექ­მნას რა­ღაც ახა­ლი, უყ­ვარს შრო­მა, სურს, რომ გა­ი­ზარ­დოს და გან­ვი­თარ­დეს თა­ნას­წორ გა­რე­მო­ში.

„ლი­ბერ­თე­ლე­ბის­თვის“ კი ჩვენ, მე­ნე­ჯმენ­ტმა, უნდა შევ­ქმნათ გა­რე­მო, სა­დაც შრო­მა და­ფა­სე­ბუ­ლია, სა­კუ­თა­რი, თუნ­დაც, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის გა­მოთ­ქმა და ამ აზ­რის მიმ­ღებ­ლო­ბა მა­ღა­ლია, ტა­ლან­ტე­ბი ვი­თარ­დე­ბი­ან, ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხილ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა – ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა… გა­რე­მო, სა­დაც მის­ვლა გი­ხა­რია, იმი­ტომ, რომ ყო­ველ დღე, რა­ღაც ახა­ლი ხდე­ბა და შენ ამ სი­ახ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ხარ,“ - აღ­ნიშ­ნავს ლი­ბერ­თის HR და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

„ლი­ბერ­თი­ში“ მხო­ლოდ 2021 წელს 479 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­წი­ნა­ურ­და. ნე­ბის­მი­ე­რი ვა­კან­ტუ­რი პო­ზი­ცია, პირ­ველ რიგ­ში, ცხად­დე­ბა ბან­კის შიგ­ნით. თა­ნამ­შრომ­ლებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლი და და­ინ­ტე­რე­სე­ბა და­წი­ნა­უ­რე­ბის მხრივ.

და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ქვეყ­ნდე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, „ლი­ბერ­თი“ კა­რი­ე­რის გვერ­დზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გუნ­დის წევ­რებ­მა, მათ­მა ოჯახ­მა, მე­გობ­რებ­მა, მე­გობ­რებ­მა გა­ი­გონ, თუ რა წარ­მა­ტე­ბებს აღ­წე­ვენ „ლი­ბერ­თე­ლე­ბი“.

R