"წუხდი, კესანე მარტო ფოტოთი ვიცი, ნეტა მალე გამწერონო..." - კორონავირუსს 28 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი დარჩა - მშობლები

"წუხდი, კესანე მარტო ფოტოთი ვიცი, ნეტა მალე გამწერონო..." - კორონავირუსს 28 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი დარჩა

2021-11-04 12:26:09+04:00

კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი, 28 წლის მონიკა ებანოიძე ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, მონიკას მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმდა და ქალმა საკუთარი შვილის ნახვაც ვერ შეძლო. მონიკას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ:

"ვერ ვიჯერებ, რომ წახვედი. ვერც მაშინ დავიჯერე, შავი პარკივით რაღაცით საავადმყოფოდან რომ გამოგიყვანეს. რამდენიმე დღის უკან ჯერ კიდევ იმედიანად მწერდი. აქედან რომ გამოვალო.... წუხდი, კესანე მარტო ფოტოთი ვიცი, ნეტა მალე გამწერონო. ქმარ-შვილი მენატრებაო. ნეტავ გამოვძვრეო და აღარაფერზე დავიწუწუნებ ცხოვრებაშიო. მაინც ვერ

გამოძვერი მონჩიკ და წახვედი. ძალიან, ძალიან მენატრები და მიყვარხარ. გული მწყდება, რომ ბოლოს ხშირად ვერ გნახულობდი. არ ვიცი, როდისმე თუ დავიჯერებ, რომ აღარ ხარ. ეს საშინელი კორონა მეზიზღება. განაგრძეთ კითხვა