პირველი, რაზეც რემონტის დაწყებისას ვფიქრობთ, სივრცის სწორად ათვისებაა, რათა სახლში ყველა წერტილი ფუნქციური და სწორად დაგეგმარებული იყოს. შესაძლოა, Pinterest-სა თუ Instagram-ზე ინტერიერის დიზაინის ბევრი საინტერესო იდეა ვნახოთ და მათი ჩვენს რეალობაში გადმოტანაც მოვინდომოთ, მაგრამ ცალკეული ფოტოსურათები სახლზე არასდროს იძლევა სრულ წარმოდგენას.
როგორც წესი, დიზაინი სახლის ფართობის მიხედვით ირჩევა, არაპროფესიონალი თვალით კი ამის გაკეთება რთულია. შესაბამისად, შეცდომები უკვე რემონტისას ჩნდება ხოლმე, მათი გამოსწორება კი უკვე გაღებული ფინანსების გამო ვეღარ ხერხდება. არასწორად შერჩეული მასალების, ფერთა გრადაციების, განათების, ფართობთან არარელევანტური ზომებისა და ფორმების გამო, ხშირად პროფესიონალ ხელოსნებსაც უჭირთ იმის გაკეთება, რაც შევუკვეთეთ და შედეგით უკმაყოფილო ვრჩებით.
საქართველოში რემონტის დროს ინტერიერის დიზაინერს დასახმარებლად 100-დან მხოლოდ 3 ადამიანი მიმართავს. სწორედ ამიტომ საცხოვრებლის მოწყობისას დაშვებული შეცდომების გამოსწორება ხშირად იმაზე 3-ჯერ მეტი ღირს, რაც დიზაინერის დაქირავებისთვის იქნებოდა საჭირო. ინტერიერის დიზაინიც ხელოვნების ნაწილია, რასაც ნიჭი, ხედვა, კრეატიულობა და რაც მთავარია, შესწავლა სჭირდება, ამიტომ არსებობს რამდენიმე დეტალი, რომლებსაც სპეციალისტი ჩვენზე უკეთ გააკეთებს. უფრო ვრცლად გაიგებთ სტატიიდან.

მაგალითად, „მიჰაუსის“ დიზაინერები იყენებენ Moodboard – 3D ვიზუალიზაციას, მათ მოვალეობაში შედის რეფერენციების შერჩევა და ახალი დიზაინის შექმნა. გეგმარების მიხედვით, სხვადასხვა მიმართულების დიზაინის კონცეფციის ჩამოყალიბება და დამკვეთისთვის შეთავაზება, რაც ყველაზე მისაღები ვიზუალის შერჩევაში დაგეხმარებათ.
ინტერიერის დიზაინერები დამკვეთთან შეთანხმებით თავად ამზადებენ ტექნიკურ ნახაზებს. ავეჯისა და ტიხრების გეგმარება, მათი ერგონომიული სტანდარტით განლაგება და არსებული სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისება სწორედ მათი ძლიერი მხარეა და ამის გაკეთება არაპროფესიონალს ძალიან გაუჭირდება.
გარდა ამისა, მათ კომპეტენციას განეკუთვნება სანტექნიკისა და გათბობის სისტემების სქემის შედგენა, კედლის საფარის გადანაწილების სქემა, ელექტრობის გეგმარება, ტიხრების ცვლილება, ჭერისა და იატაკის სქემის შედგენა და ავეჯის ტექნიკური ნახაზი.
ავეჯისა და ნებისმიერი ტიპის მასალის რაოდენობის დათვლას ფართობის მიხედვით ხშირად ხელოსნებს მივანდობთ ხოლმე, თუმცა შემდეგ სხვადასხვა პრობლემა იჩენს თავს, იქნება ეს უხარისხო პროდუქტი თუ დამატებითი ხარჯები. დიზაინერის მომსახურება ამ პრობლემებსაც აგვარიდებს თავიდან, რადგან ის ჩვენთან ერთად შეარჩევს საჭირო ნივთებსა და პროდუქციას, მასალების ზუსტ რაოდენობასა და ფასს დაგვითვლის, ყოველგვარი გადახარჯვის გარეშე.
ინტერიერის დიზაინერი ხელოსნებთან და დამკვეთთან კომუნიკაციით ახერხებს, წინასწარ განსაზღვრული ყველა პუნქტი შესრულდეს და დასასრულს სწორედ ის მივიღოთ, რაც შევუკვეთეთ.
ინტერიერის დიზაინერის მომსახურების სერვისით გამოირჩევა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი, რომლის დიზაინერები ყველა ჩამოთვლილ მომსახურებას გაგვიწევენ და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებში ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენაში დაგვეხმარებიან.
დიზაინერებს საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ, შემდეგ ბმულზე დაუტოვოთ და ისინი თავად დაგიკავშირდებიან: https://cutt.ly/PR8z6sU
ნუ წარმოიდგენ, დაინახე შენი მომავალი სახლი!