თქვენი სახლი თქვენი ციხე-სიმაგრე უნდა იყოს. ფეხსაცმლის შემოსასვლელში გახდა დაგეხმარებათ სახლში სისუფთავე და ჰიგიენა შეინარჩუნოთ, შექმნათ ბევრად უსაფრთხო ატმოსფერო, შეამციროთ ჭუჭყისა და ბაქტერიების რაოდენობა.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ სახლში საგარეო ფეხსაცმლით შესვლა ძალიან საშიშია. ფეხსაცმლის ძირებიდან სახლის იატაკზე ბაქტერიების 90-99% გადადის, რომელთაგან უმეტესობა ნაწლავური ჩხირების ბაქტერიათა ჯგუფიდანაა. ამ ბაქტერიებს შეუძლიათ გამოიწვიონ ჯანმრთელობის გაუარესება ან დიარეა. ფეხსაცმლით შეიძლება სახლში ტოქსინებიც შეიტანოთ, რადგან ასფალტის ზედაპირზე უამრავი ტოქსინის შემცველი ნივთიერებაა: ბენზინი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები. ამას გარდა, სახლში ფეხსაცმლის ძირებიდან შეიძლება კორონავირუსის ინფექციაც შეიტანოთ. ცნობილია, რომ ვირუსი ქსოვილის ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს.
ცნობილი გადაცემის How Clean Is Your House-ის ექსპერტები - ექიმი ჯავიდ აბდელმონეი და ვირუსოლოგი ლიზა კროსი საზოგადოებას ურჩევენ, რომ ფეხსაცმელი სახლის შემოსასვლელში, ერთსა და იმავე ადგილას დატოვონ, ხშირად გარეცხონ სარეცხი საშუალებებით, რომლებიც ბაქტერიებს 90%-ით ანადგურებს, ისარგებლონ დეზობარიერით და დღეში ერთხელ მოწმინდონ იატაკი სველი წესით.
არიზონას უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ორი კვირის განმავლობაში ფეხსაცმლიდან შეიძლება 440 000 ბაქტერია შევიტანოთ სახლში. ასევე, ცნობილია, რომ ვირუსები უკეთესად მრავლდებიან ფეხსაცმლის ძირზე, ვიდრე უნიტაზზე. ამგვარად, თქვენი ფეხსაცმელი ბაქტერიებით და ვირუსებით სავსე „ტროას ცხენია“, რომელიც თქვენს სუფთა სახლს ადვილად დაიპყრობს.
არიზონას საზოგადოებრივი ჯანდაცვის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ფეხსაცმლით სიარული სახლში განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებისთვის. მცირეწლოვან ბავშვებს შეუძლიათ საათში 80-ჯერ ჩაიდონ ხელები პირში, ამ ხელებით კი ისინი იატაკს რეგულარულად ეხებიან.

რა უნდა იცოდე, თუ პანდემიის პერიოდში სახლში საგარეო ფეხსაცმლით ხშირად შედიხარ
იატაკის საწმენდი საშუალებების ბევრნაირი არჩევანი არსებობს, თუმცა კომპანია Vileda-ს იატაკის საწმენდი „ტურბო სმარტი“ ყველაზე მოსახერხებელი და ეფექტურია. ის ნებისმიერი ტიპის იატაკიდან ბაქტერიების 99%-ზე მეტს მხოლოდ წყლით აშორებს. „ტურბო სმარტს“ მოჰყვება ტევადი წყლის სათლი - სატერფულით, რომელიც ხელის დასველების გარეშე წურავს მოპს.
სპეციალურ ტილოს აქვს 100%-ით მიკროფიბრას შემადგენლობა, რომელიც სარეცხის მანქანაშიც კი თავისუფლად ირეცხება. ასევე, იწურება სასურველ დონეზე და მარტივად წმენდს რთულად მისადგომ ადგილებსა და კუთხეებს. „ვილედას ტურბო სმარტს“ ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელი სისტემა გააჩნია.

ყოველდღიურად იატაკის სადეზინფექციო ქიმიური ხსნარების გამოყენებაც არანაკლებ საფრთხის შემცვლელია ჯანმრთელობისთვის როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ალერგიულია. „ტურბო სმარტი“ კი სრულიად უსაფრთხოდ აშორებს იატაკიდან ბაქტერიებს, ყოველგვარი ქიმიური ხსნარების გამოყენების გარეშე.
იმისათვის, რომ დაიცვათ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, აუცილებლად გაიხადეთ საგარეო ფეხსაცმელი შემოსასვლელში, გარეცხეთ ის ხშირად ან დაასხით ანტიბაქტერიული სითხე და არ დაგავიწყდეთ იატაკის რეგულარულად მოწმენდა!
გისურვებთ ჯანმრთელობას!