მსახიობისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე 20 წლის გახდა. „გილოცავ, პრინცესა“ - დაუწერა დედამ სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ აქრობს სანთლებს სამ ტორტზე ევა და როგორ არის მოწყობილი სახლი მისი იუბილეს აღსანიშნავად.



ევა სწავლის პარალელურად სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული და ამავდროულად ინფლუენსერობს.

