"შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ, არ გინდაო... რას ქვია, არ მინდა ... ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი, ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო" - მშობლები

"შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ, არ გინდაო... რას ქვია, არ მინდა ... ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი, ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო"

2021-11-10 14:43:39+04:00

სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლის მწარ­მო­ე­ბელ­თა გილ­დი­ის თავ­მჯდო­მა­რე ანა მი­ქა­ძე - ჩიკ­ვა­ი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ჩემს მშობ­ლებს წი­თე­ლა ბა­ტო­ნებ­მა ორი შვი­ლი მო­უკ­ლა - 5 წლის მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა ქე­რა­კუ­ლუ­ლე­ბი­ა­ნი გო­გო­ნა და ერთი წლის ზაზა...

გო­გო­ნა ისე­თი ლა­მა­ზი იყო, ქუ­ჩა­ში აჩე­რებ­დნენ დე­და­ჩემს და ბავ­შვს ხე­ლით ეხე­ბოდ­ნენ - ნამ­დვი­ლი თუაო..

მის სიკ­ვდილს პა­ტა­რა მეგ­რულ ქა­ლაქ­ში ლე­გენ­დე­ბი მოყ­ვა. დე­დამ თმე­ბი გა­ი­შა­ლა და საფ­ლა­ვამ­დე სიმ­ღე­რით გა­ა­ცი­ლა შვი­ლი.

ეს ამ­ბა­ვი ასე არ დამ­თავ­რდა. დედა თა­ვად იყო ულა­მა­ზე­სი ქალი და მისი ეს სიმ­ღე­რა - არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რო­და, თავ­ზარ­დამ­ცე­მი იყო პრო­ცე­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე ხალ­ხის­თვის.

სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ დე­და­ჩემს, თა­ვი­სი რძა­ლი, ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი დე­დუა დახ­ვდა, მა­ნაც წინა კვი­რას გა­ას­ვე­ნა წი­თე­ლა­თი გარ­დაც­ვლი­ლი ამ ხნის­ვე გო­გო­ნა. მგლო­ვი­ა­რე დე­დებ­მა გა­შა­ლეს ბავ­შვე­ბის სა­მო­სე­ბი და მათი მოთ­ქმა გულს უკ­ლავ­და პა­ტა­რა ქა­ლა­ქის მა­ცხოვ­რე­ბელს. მოთ­ქმი­სას ხან ერთ ბავ­შვს უხ­მობ­და დედა, ხან ჩემი დე­დუა თა­ვის გო­გოს. ამ ამ­ბის მოწ­მეა ის პა­ტა­რა ქა­ლა­ქი და ცხა­დია, დიდ­ხანს და­ა­მახ­სოვ­რდა.

ერთ დი­ლას, ამ ორ ხმა­ში მო­ტი­რალ­მა დე­დებ­მა კე­დელ­ზე მრგვა­ლი ჩრდი­ლე­ბი შე­ამ­ჩნი­ეს და და­ი­წყო მის­ტი­უ­რი ის­ტო­რია. ორი­ვემ შე­თან­ხმე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ეს და­ლი­კო და ჩი­ნა­რა იყ­ვნენ. ამ­ბა­ვი ისე გან­ვი­თარ­და. დად­გა უზარ­მა­ზა­რი რიგი.. და ამ დე­დე­ბის სრუ­ლი­ად გა­მა­ოგ­ნე­ბელ დი­ა­ლოგს შვი­ლებ­თან, რო­გორც კი­ნოს ისე უყუ­რებ­და ხალ­ხი.

განაგრძეთ კითხვა