კლინიკის დაუდევრობის გამო, დედები იძულებულნი გახდნენ, შვილები გაეცვალათ - ექიმებს თაღლითობის გამო სასჯელი ელით - მშობლები

კლინიკის დაუდევრობის გამო, დედები იძულებულნი გახდნენ, შვილები გაეცვალათ - ექიმებს თაღლითობის გამო სასჯელი ელით

2021-11-11 07:19:03+04:00

ორმა ქალმა ინვიტრო განაყოფიერების შეცდომის გამო ერთმანეთის ქალიშვილები გააჩინეს. შემთხვევა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში მოხდა. ამის შესახებ Daily Mail იტყობინება.

ერთ-ერთი გოგონა 41 წლის მუსიკოსის ალექსანდრე კარდინალესა და მისი 43 წლის ცოლის დაფნას ოჯახში იზრდებოდა. ალექსანდრე თავიდანვე ირწმუნებოდა, რომ გოგონა არც მას ჰგავდა და არც დაფნას. კაცი ვერ იშორებდა განცდას, რომ კლინიკიდან სხვისი შვილი წამოიყვანა.

თავიდან დაფნა ცდილობდა, საკუთარი თავი და ქმარი დაერწმუნებინა, რომ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ შემდეგ სხვა ადამიანებმაც იგივე აღნიშნეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კარდინალმა დარეკა იმ კლინიკაში, სადაც ინვიტრო განაყოფიერების პროცედურა ჩატარდა, დნმმ-ის ტესტიც და დარწმუნდნენ, რომ გოგონა, რომელიც უკვე 2 თვის იყო, სხვისი შვილია.

წყვილმა ადვოკატი დაიქირავა და გაირკვა, რომ ემბრიონები ინვიტრო განაყოფიერების დროს აირია. მათი შვილი სხვა წყვილმა გააჩინა, თავად კი პირიქით.

სიმართლის გარკვევის შემდეგ კარდინალებმა საკუთარი შვილის ფოტო პირველად ნახეს. ოჯახში მისთვის ზოი დაურქმევიათ და გადაწყვიტეს, ეს სახელი აღარ შეეცვალათ. როდესაც გოგონები ოთხი თვის გახდნენ, შვილები გაცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი განსაცდელი იყო ორივე მხარისთვის, დაახლოვდნენ და ახლა დღესასწაულებსა თუ დასვენების დღეებს ერთად ატარებენ.

ფაქტის შემდეგ კალიფორნიის რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრს უჩივლეს და მედიკოსებს თაღლითობასა და დაუდევრობაში ადანაშაულებენ.

altგაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს ეროვნულ გამოცდებზე შეხვდნენ

altრას განიცდის დედა გაშვილების შემდეგ - "იმ გარემოს ატანა აღარ შემეძლო, სადაც ჩემი შვილი პირველად ვნახე"...