"შენ არასდროს იყავი ჩემთვის დედამთილი და პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი..." - მარინა კარპიის ორიგინალური მილოცვა დედამთილს - მშობლები

"შენ არასდროს იყავი ჩემთვის დედამთილი და პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი..." - მარინა კარპიის ორიგინალური მილოცვა დედამთილს

2021-11-11 16:32:21+04:00

მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილის მეუღლე, უკრაინელი ფოტოგრაფი მარინა კარპიი დედამთილს ულოცავს დაბადების დღეს:

"ჩემო ციცი. შენ არასდროს იყავი ჩემთვის დედამთილი და პირველივე შეხვედრიდან დედიკოს გეძახდი. არასდროს არ დამავიწყდება, როცა პირველ წელს მე და გიგი ჯერ კიდევ ვეჩვეოდით ერთმანეთს, მორიგი კამათისას, როცა კიევში წასასვლელად მოვემზადე და ჩემოდნები ჩავალაგე, მითხარი: "შენ არ უნდა ჩაალაგო ჩემოდანი, შვილო, იმიტომ, რომ ახლა აქ რჩები, შენს სახლში, ის კიდევ წავიდეს სადაც უნდა..."

მინდა, ყველას ვუსურვო ისეთი დედამთილი, როგორიც შენ ხარ. ბედნიერი იყავი ყოველთვის".