სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ქალიშვილი სტეფანია, წლებია, მღერის და მისი სიმღერის ვიდეოები ხანდახან ჩნდება სოციალურ ქსელში. გოგონას ძალიან კარგი მუსიკალური მონაცემები აქვს და ყოველთვის მოწონებით სარგებლობს მისი ნამღერი. ახლახან დადებულ ვიდეოსაც მოჰყვა ბევრი დადებითი კომენტარი და სტეფანიას ერთგული გულშემატკივრებიც ჰყავს, რომლებიც ელოდებიან ახალ-ახალ ვიდეოებს.