რატომ იღებენ გადაწყვეტილებას ქალები, რომ არ ჰყავდეთ შვილები? ხშირ შემთხვევაში, დედობის სტატუსზე უარს განაპირობებს ის, რომ არ შეეზღუდოთ მრავალფეროვანი შესაძლებლობებ, ჰქონდეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება.
დღევანდელ მოცემულობაში ქალებს შეუძლიათ სრულყოფილი ცხოვრებისთვის აირჩიონ განვითარების ის გზა, რომელიც სურთ. ნაცნობი შეხედულებაა, თითქოს ყველა ქალი ბიოლოგიურად მოწოდებულია, უპირობოდ გახდეს დედა და რეპროდუქციული ასაკი მათ ამისთვის შეზღუდულ შესაძლებლობებს უწესებს, რეალურად მითია და პატრიარქალური პრაქტიკიდან მომდინარეობს. ეს კონცეფცია ქალის ტრადიციული როლის გაგებას განამტკიცებს და მას "ავალდებულებს’’ ჰყავდეს შვილები, იმიტომ, რომ ამის ბიოლოგიური შესაძლებლობა აქვს. არადა, არიან ქალბატონები, რომლებსაც არ შეუძლიათ შვილის გაჩენა, ან უბრალოთ არ სურთ, რომ გახდნენ მშობლები და ამ პასუხისმგებლობას მიუძღვნან თავი. დღევანდელ სტატიაში მოგიყვანთ მსოფლიოში ცნობილი სახეების მაგალითს, რომლებსაც არ სურთ დედობა და ყველას თავისი არგუმენტი აქვს, მაშ ასე:
52 წლის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ კარიერას მიუძღვნა ცხოვრება და უარი თქვა ოჯახის შექმნაზე.
"არ მომწონს, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ჩემზე და ზოგადად ქალებზე ზეწოლის მოხდენას, თუ შვილი არ გააჩინე, ესე იგი, ჩაფლავდი, როგორც ქალი. ეს უსამართლობაა. შესაძლოა, შენი ვაგინიდან ბავშვი არ გამოსულა, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დედობრივ მზრუნველობას არ გასცემ თუნდაც ძაღლების, მეგობრების და მეგობრების შვილების მიმართ".
28 წლის მომღერალმა მაილი საირუსმა ჟურნალ Elle-სთან ინტერვიუში თავისი გადაწყვეტილების მიზეზად გარემოს დაცვის საკითხები დაასახელა: "დედამიწას ისევე ვექცევით, როგორც ქალებს. მისგან სულ რაღაცას ვიღებთ და კიდევ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. ამის გამო პლანეტა გამოიფიტა. აღარ შეუძლია მეტის გაცემა. საბოლოოდ, გაჩანაგებული პლანეტა შეგვრჩება და არ მინდა, სწორედ ასეთი გარემო დავახვედრო ჩემს შვილს". განაგრძეთ კითხვა