ჯონდი ბაღათურიას მეუღლე, ნათია ფოფხაძე კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
"ჩემი ნათია გარდაიცვალა. განუსვენე უფალო სულსა მიცვალებულისა მხევალისა შენისა ნათიასი და დაამკვიდრე ცათა სასუფეველში სადაცა მართალნი განისვენებენ...“ - წერს ბაღათურია.
წყვილს სამი შვილი ჰყავს - ერთი ვაჟი და ორი გოგონა.
პოლიტიკოსის მეუღლე ორ წელზე მეტხანს ებრძოდა სიმსივნეს.
"ორი დღის წინ გავიგეთ, რომ ნათიას სიმსივნე აქვს. ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს, სიმსივნე მკერდიდანაა წამოსული, თუ ფილტვიდან. 14 წლის წინაც ჰქონდა მკერდზე ეს პრობლემა და მაშინ გადავრჩით. ერთი წელია დადის ექიმებთან, რენტგენს უღებდნენ ფილტვებზე, ბოლოს კიდევ რომ მოგვთხოვეს რენტგენის გადაღება, იქ გამოჩნდა ფილტვზე რაღაც წერტილი, შემდეგ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადავიღეთ, მეორე დღეს გაუკეთეს ექოსკოპია, ახლა კი მორფოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
გვეუბნებიან, 99 პროცენტით სიმსივნე არისო, თან ავთვისებიანი, უმჯობესია, იყოს მკერდის სიმსივნე და შორს წასული, ვიდრე ფილტვზე აღმოაჩნდესო. ორშაბათს უკვე ნათია თურქეთში მიმყავს სამკურნალოდ. აქ მოცდას აზრი აღარ აქვს", - ამბობდა ორი წლის წინ ჯონდი ბაღათურია mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში.